ტოომას ჰენდრიკ ილვესი

15 Aug. 2022, 20:09

მე არ მჯერა ამის. არ მჯერა იმის, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს რაიმე ომში ჩათრევას. მე ვარ ერთ-ერთი ბრალდებული იმაში, რომ ომი მინდა და საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობ. მე მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს, არასდროს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივია. მე ეს საერთოდ არ მესმის.

არ ვიცი [რა იწვევს ამ ნარატივს]. მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში ჩართვა არავის უნდა, მათ შორის არც ესტონეთს და რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ეს საქართველოსთვის? მე არასოდეს, არანაირ კონტექსტში ეს მოსაზრება არ გამომითქვამს და არ გამივრცელებია. მეორე მხრივ, სანქციების შესახებ რომ ვთქვათ, ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს არის ის, რასაც მოველით ვინმე ისეთისგან, რომელსაც ჩვენიანად განვიხილავთ. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება. [ეს რეაგირება შეიძლება იყოს] იზოლაცია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) შექმნილმა კამპანიამ ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ…