კელი დეგნანი

8 Aug. 2022, 23:42

მედიის თავისუფლება დიდი ხანია არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის აქ, საელჩოში ისევე, როგორც ეს არის მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოსთვის და ეს იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული საზოგადოებისთვის. სწორედ ასე იღებს საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას, ასე უზრუნველყოფს საზოგადოება მთავრობის ანგარიშვალდებულებას. მედია არის მოქალაქეების თვალი და ყური და მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ, შევიწროების, ცემის ან დაშინების შიშის გარეშე. ამიტომ, ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ და ჩარევის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისი შეხსენება და განმტკიცებაც უნდა გავაგრძელოთ.

ჟურნალისტები საზოგადოებისთვის მუშაობენ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული და მათ არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულება უზრუნველყონ. ჩვენ მას ვუწოდებთ მეოთხე ძალას — აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლოსთან ერთად, რადგან ის ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტები აქ, საქართველოში მიიღებენ დაცვას და იგრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ გასვლა და თავიანთი საქმის კეთება საქართველოს ხალხის სახელით. [ფორმულას თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ