ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზეც რუსული პროპაგანდა გააჟღერა — ამჯერად რა თქვა პრემიერმა
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
დავიწყოთ იმით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და სამთავრობო გუნდი, აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არა 7, არამედ 8 აგვისტოს ავიდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 8 აგვისტო რუსული პროპაგანდისთვის ერთგვარი იარაღია — ცდილობენ დაამტკიცონ თითქოს სწორედ ამ დღეს საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია საკუთარ ტერიტორიაზე და თავად შემდეგ ჩაერთვნენ "ხალხის დასაცავად".
- სინამდვილეში, რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში 7 აგვისტოს შემოიჭრა.
- საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 7 აგვისტოს ავრცელებს განცხადებებს, რომლითაც რუსულ აგრესიას გმობს, 8 რიცხვს კი რუსეთის და საქართველოს მთავრობები უსვამენ ხაზს.
დეტალები: კითხვაზე, რატომ იმეორებენ რუსულ პროპაგანდას და რატომ მიიჩნევენ ომის დასაწყისად 8 აგვისტოს, პრემიერმა თქვა, რომ სამწუხაროა, როცა თარიღებზე უწევთ საუბარი.
- "ჩვენ ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ".
- იმავე თემაზე კითხვების გამეორების შემდეგ ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ რიცხვში აღნიშნავდნენ და ჟურნალისტებს მისცა შენიშვნა, რომ გმირი სამხედროების ოჯახის წევრების წინ ამაზე საუბარი უხერხულია.
თუმცა, პრემიერმინისტრს არ ეუხერხულა მათ წინ ესაუბრა იმაზე, რომ აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. მან ისე წარმოაჩინა, თითქოს რუსეთი არ შემოიჭრებოდა საქართველოში, რომ არა მიხეილ სააკაშვილი — ეს მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყანა წლებით ადრე გეგმავდა ინტერვენციას.
- "მთავარი რაც არის, არის შემდეგი, თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი".
- "ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა, გაწირეს ჩვენი ხალხი, ჩვენი სამხედროები".
ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას — როდის დავკარგეთ აფხაზეთი. მის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით ჟურნალისტების ინტერესიც პრემიერმინისტრმა პროვოკაციად შეაფასა.
- შეგახსენებთ, რომ პოსტში მან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის თარიღები გააერთიანა და დაწერა, თითქოს ისინი მხოლოდ 14 წლის წინ დავკარგეთ.
- "14 წელია ჩვენი ქვეყნის გული — სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული", — წერდა ის.
- 14 წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
- თუმცა აფაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ, 90-იანი წლებიდან სწორედ რუსეთის მართული სეპარატისტული ჯგუფები მართავდნენ აფხაზეთს დე ფაქტოდ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იდგა რუსული დანაყოფები.
რეალურად, არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, რუსული, ქართული და საერთაშორისო მედიების არქივები და რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები მოწმობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა.
- მაგალითად, პუტინმა თავადვე თქვა, რომ საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.
- გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩვენებით, ჯერ კიდევ თებერვალში პუტინი დაემუქარა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარების გამო დასავლეთს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხით" უპასუხებდა.
- ამას მოწმობს რუსეთის გადადგმული სხვა ნაბიჯებიც, მაგალითად: 2008 წლის 21 მარტს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებდა, განეხილა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობა.
- აპრილიდან რუსეთმა სხვადასხვა ფორმით სეპარატისტულ რეგიონებში რუსული დანაყოფების გაძლიერება და იარაღის შეგზავნა დაიწყო.
- თუ გაინტერესებს, კიდევ რა წყაროებით დასტურდება, რომ შვიდ აგვისტოს რუსული არმია საქართველოში იყო, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები