სალომე ზურაბიშვილი

20 Jul. 2022, 14:18

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უახლოესი მომავლისთვის არის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზედაც უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ზოგი ნაწილი ამ პუნქტების. 

უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვის მოვაწერე ხელი იმ განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მემგონი გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, კომიტეტებზე, ანუ ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და, ასევე, ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ უნდა ყველგან იმუშაოს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ