სალომე ზურაბიშვილი

15 Jul. 2022, 18:22

ჯერ ერთი, მინდა ისიც იყოს ნათელი, რომ არც ერთი ბულინგის და არც ერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონია, რომ ეს ყველამ უკვე კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში ან 7 თვეში, თუ რაც იქნება, ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა.

ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, გამართლებული არ არის ახლა შესვენება, კომიტეტები და კომისიები ასევე არის გამართლებული. მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ უნდა ყველა ძალისხმევა მოვახმაროთ იმისთვის, რომ ყველა კანონი, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად, ყველა ის საკითხები და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ჩვენ ერთად ყოფნით და დიალოგით და პარლამენტში ყოფნით უნდა გადავწყვიტოთ.

ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ის პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, რომ ამ პერსპექტივიდან და გზიდან გადაგვიყვანოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ