ირაკლი კობახიძე

7 Jul. 2022, 15:35

ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება თვითონ ბიძინა ივანიშვილის თანხებს. აქ ერთი რამ მინდა შევახსენო საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ ორას მილიონ დოლარს, ორასი მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და ეს ვრცელდებოდა მათ შორის, Credit Suisse-ში განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებობდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისთვის.

ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს, როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს მათ შორის, ეს ერთ-ერთი ასპექტია, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული სამი მილიონი დოლარი უკვე ქველმოქმედებაში საქართველოში. რას ხმარდებოდა ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. მათ შორის არის, ისევ და ისევ, ტაძრების მოვლა-პატრონობა, აღდგენა, იგივე თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილტაცია და ა.შ. ეს პროექტები დგება, ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, თავისია თუ არა ჯერ თვითონ არ იცის, სერიოზული პრობლემები და უნდა იგივე ან მსგავსი პრობლემები შექმნას საქართველოშიც. ასეთი სანქციები უკვე ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ქართველი ხალხისთვის, თბილისისთვის, რეგიონების მოსახლეობისთვის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უფრო უარესი, ამ მეორეს მე არ ვიტყვი უბრალოდ.

ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უკრაინის რადას ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებაზე დასმულ კითხვას. დავით არახამიას თქმით, მაკფოლის განცხადებაში ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება იგულისხმებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი დარჩება?
  2. “ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
  3. ნინო დობორჯგინიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ "დეფორმას" ვერანაირად ვერ შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით.
  4. რუსულმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
  5. ბენ ანორის ადვოკატის განცახდებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს

ამიერიდან მედიასაშუალებამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით პარლამენტის…