ირაკლი კობახიძე

6 Jul. 2022, 16:17

ჩვენ, ბუნებრივია, ალტ-ინფოს მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს. მაგრამ, რაც შეეხება თვითონ სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია, ის არის ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, მოკლა 5 კაცი, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს ამას.

ამ შემთხვევაში კომიკური რა არის, როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ამ ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს. ეს არის სამართლებრივი შეფასება, დანარჩენი არის მისი საქმე.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. გუშინ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი ალტ-ინფოს პარტიის ასაკრძალად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ