ირაკლი კობახიძე

5 Jul. 2022, 22:56

უკრაინასთან დაკავშირებით, ღიად ამბობენ, მათ შორის, უკრაინის მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილი ქვეყნებიც, რომ სავარაუდოდ, სადღაც 2050 წლისთვის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი. მაგალითად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ეს. არის, ასევე, საქართველოში ცნობილი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც განაცხადა, რომ სამუდამო მოსაცდელში შეიყვანეს, ანუ კიდევ უფრო მძიმედ დახატა მან სურათი უკრაინისა და მოლდოვისთვის, სამუდამო მოსაცდელში შეიყვანა ევროკავშირმა, როგორც უკრაინა, ასევე, მოლდოვა.

ანუ, პრინციპში, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის პროგნოზები, რაც კეთდება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი, რატომ — მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ჩვენზე ადრე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური მიზეზების გამო, ბევრი თვალსაზრისით და ყველა თვალსაზრისით, უფრო სწორად, უკრაინა და მოლდოვა ბევრად ჩამორჩება საქართველოს. ეს ეხება, მათ შორის, დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს, საგარეო ვაჭრობას, ყველა თემას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვდგავართ დაახლოებით, ერთი თავით მაღლა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ყველა ამ მიმართულებით. აქედან გამომდიანრე, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ