ირაკლი კობახიძე

28 Jun. 2022, 00:26


კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული და ახალი არაფერია, ხომ. ესაა კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, რაც მოქმედებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამის კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში, მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი, როგორც ნაცმოძრაობის ლიდერებს, ასევე, მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის, სირცხვილიას ლიდერებს და ა.შ ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა. ესაა პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

ასეთი რაღაცები — ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე ხუნტის მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას [...] ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას და რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს.

ამბობს კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში. 24 ივნისს აქციაზე შინ ევროპისკენ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რომელიც EU-ს რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
  2. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  3. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  4. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  5. "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP-ს კამპანიის — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) მიძღვნილმა კამპანია — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, მსოფლიოს პრესტიჟულ…