ირაკლი კობახიძე

24 Jun. 2022, 17:45

თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი ორგანიზატორის, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი და გვარი მითხარით. ჰო, რა გააკეთა, მაგალითად, პირობოთად, მორგოშიამ? მე ახლა ამაში ვერც შევალ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით, რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას რა სტანდარტიც თქვენ გინდათ — საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე ამ შემთხვევაში, მაშინ გამოვა, რომ, მაგალითად, ოპოზიციიდან იქნება ნახევარი სპექტრი დასაჭერი. [...]

სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. მაგრამ, არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი და უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის, მაგალითად, გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან. მორგოშიას ფრაზა არსებობს სადაც ის მოუწოდებს? იქ საუბარი იყო იმისკენ, რომ ხალხი უნდა დაძრულიყო სირცხვილიას ოფისისკენ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე. მასეთი მილიონი მოწოდება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, აქციის მონაწილეები უნდა დაიძრან ქართული ოცნების ოფისისკენ. 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. კონსტანტინე მორგოშია 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომელიც დღემდე დაუსჯელია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ

სამეცნიერო ფოტოგრაფიის ავტორიტეტული კონკურსის ორგანიზატორები წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრის ხელახლა შეფასებას…