ირაკლი ღარიბაშვილი

22 Jun. 2022, 15:37

აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს, თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს, არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცები გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი.

30-ზე 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, NATO-ში ინტეგრაციის იდეას, ევროკავშირთან ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი. და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, ესე იგი, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო?

პირდაპირ ითქვა, მეგობრებო, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ