ირაკლი ღარიბაშვილი

13 Jun. 2022, 14:35

რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, EPP-ს რომელსაც ეძახიან. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია ის, რომ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

გახსოვთ, პარლამენტში ვთქვი და ღიად დავდე ბრალი პირდაპირ. რამდენიმე გვარიც გავაჟღერე. ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე და მმართველ გუნდზე. სახელმწიფოს წინააღმდეგ ავრცელებენ. და რა თქმა უნდა, ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება. ასეთი უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღებით, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, მეგობრებო, იმისა, რაც მე ვთქვი და რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს.

ერთი მხრივ, გამოვიდნენ და შეიცხადა ყველამ, რომ როგორ გვკადრებთ ამას და ამას როგორ ვიკადრებთ, თუმცა არ უკადრებიათ თუ რა.

გახსოვთ, როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქებზე დადიოდნენ ევროპაში, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, რომ დაესაჯათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ახლა მოახერხეს ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამათ არა, მაგის ილუზია არავის აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს, გამოიყენეს ეს განცხადებები და საბაბად, აი, ეს საშინელება რაც ჩაწერეს საშინელ რეზოლუციაში, სამარცხვინო მართლაც ბრალდებები, არის ამათი მიწოდებები, ე.ს ფაქტები და მტკიცებულებები თურმე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ