ილია დარჩიაშვილი

26 May. 2022, 11:59

დღეს საქართველო დემოკრატიული და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ის მძიმე საფასურია, რომელსაც საქართველო სწორედ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვისთვის იხდის. საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რადგან ეს ის სივრცეა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, ისევე როგორც დღემდე მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

დღეს საერთაშორისო საზოგადოება როგორც არასდროს, ისე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას! მტკიცედ ვადგავართ ჩვენი ქვეყნის საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში! საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ