"უცნობს" უკვე რეგულირებული ცილისწამების უფრო მკაცრად რეგულირება სურს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მაესტრო
გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" მედიის დამატებით რეგულირებას ითხოვს. კერძოდ, მას სურს პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები, "რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას".
გია გაჩეჩილაძის საკანონმდებლო წინადადებას წინ უძღოდა მთავარი არხის სიუჟეტი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი ძმებ გაჩეჩილაძეების სახლში იმალებოდნენ, რის შესახებაც მათ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.
პარლამენტისადმი მიმართვაში "უცნობი" ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე "ცილისმწამებლური" ინფორმაციის გავრცელება "შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა". ის მიუთითებს იმაზეც, რომ კანონში უკვე არსებობს რეაგირების მექანიზმი, მაგრამ ეს ეფექტურად არ მიაჩნია.
"მაუწყებლობის შესახებ კანონი ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს რეაგირების სხვადასხვა ზომას, რომლებიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, არ არის ეფექტური. ალტერნატიული გზა არის სასამართლო, მაგრამ მასთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა მოტივაციას და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს. უშუალოდ მაუწყებელთან კომუნიკაციაც არ არის ეფექტური, რადგან არსებული კანონით გათვალისწინებული ქმედებები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება-გავრცელების პროცესის სამართლიანობას", — აღნიშნავს გაჩეჩილაძე საკანონმდებლო წინადადებაში.
"უცნობი" აცხადებს, რომ კანონში ცვლილება სწორედ ამის და კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ის მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლის ცვლილებას ითხოვს, რომელიც ჯეროვან სიზუსტეს, შესწორებასა და უარყოფას არეგულირებს.
კონსტიტუციაში კი, რომელზეც გაჩეჩილაძე მიუთითებს, წერია, რომ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ასევე, დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. გარდა ამისა, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, მედია თავისუფალი, ცენზურა დაუშვებელია.
"უცნობი" კი ამტკიცებს, რომ მისთვის სასურველი ცვლილებები წაახალისებს მაუწყებლობის სფეროს წარმომადგენლებს "საფუძვლიანად გადაამოწმონ ფაქტები და მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გამოიტანონ საჯარო განხილვის არეალზე".
ადამიანები, რომლებსაც მედიის თავისუფლებაში ჩარევა სურთ, ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს საქართველოში ცილისწამება არ რეგულირდება. სინამდვილეში, კანონმდებლობა მოქალაქეებს ცილისწამებისგან იცავს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ცილისწამებას ასე განმარტავს: "არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება".
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ არსებითად მცდარი ფაქტი გაავრცელეს და ამით მას ზიანი მიადგა, ინფორმაციის გამავრცელებელს სასამართლოში უნდა უჩივლოს და დაამტკიცოს, რომ ეს ცილისწამებაა.
განსხვავებულია ვითარება საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, რადგან მას აქვს თმენის ვალდებულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ ისჯება — განსხვავება იმაშია, რომ საჯარო მოხელის შემთხვევაში, ეს უფრო რთულად სამტკიცებელია. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ამ განცხადებით მას ზიანი მიადგა და ინფორმაციის გამავრცელებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება გამოიწვია.
თუ სასამართლომ ცილისწამება დაადგინა, ასეთი ინფორმაციის გამავრცელებელს შეიძლება დაეკისროს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა ან შესწორება. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის, ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება გახდეს საჭირო. თუმცა კანონით დაუშვებელია ინფორმაციის გამავრცელებლის იძულება, მოიხადოს ბოდიში.
აღსანიშნავია, რომ პირს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გამავრცელებელმა მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად, პასუხისმგებლობისგან სრულად ან პირობით გათავისუფლდება. იგივე მოხდება მაშინაც, თუ ინფორმაციის გამავრცელებელი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. კანონში ჩამოთვლილია კიდევ რამდენიმე შემთხვევა:
- მან [გამავრცელებელმა] განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით;
- მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს;
- მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ცილისწამება დასჯადია. მეტიც, არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა მედიას არათუ ფაქტის უარყოფა, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ 2004 წლამდე ცილისწამება საქართველოში სისხლისსამართლებრივად დასჯადი იყო. თანამედროვე სტანდარტებით, ეს მიდგომა გამოხატვის თავისუფლებაში გადამეტებულ ჩარევად მიიჩნევა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, "უცნობის" საკანონმდებლო წინადადება არ არის პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი. მეტიც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხელისუფლებისა თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში სხვადასხვა გზით მოუთხოვიათ. მაგალითად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის დადგომა "ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციებისგან" თავის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრით მოგვილოცა. ზუსტად ერთ კვირაში, საშობაო ეპისტოლეში კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გვითხრა, რომ დიდი მცდელობაა სიტყვის თავისუფლების "დამახინჯებული აღქმის გაბატონების". რამდენიმე დღეში მათ პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაეთანხმა და თქვა, რომ ცილისწამების პრობლემა სახეზეა. ის ახლა ქართული ოცნების თავმჯდომარეა.
ცილისწამების საკითხი ამის შემდეგაც არაერთხელ ყოფილა განხილვის თემა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. უცნობია, რას იზამს პარლამენტი გია გაჩეჩილაძის საკანონმდებლო წინადადების შემდეგ. პირველ ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაავალა, განიხილოს ეს საკანონმდებლო წინადადება და გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს აცნობოს. კომიტეტს ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა უცნობი იტოვებს მხარდაჭერის იმედს და გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო წინადადების "შემდგომი დამუშავებისა და განხორციელების პროცესში".
-
"ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს "ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს
გადახედვა
-
განათლების ხელშეწყობის ახალი შესაძლებლობები აბიტურიენტებისთვის განათლების ხელშეწყობის ახალი შესაძლებლობები აბიტურიენტებისთვის
-
გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს
გადახედვა
-
პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ
გადახედვა
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
კომენტარები