საქართველოში რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა არ არსებობს — TDI
ფოტო: Atlas Studio / Shutterstock
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) საქართველოს ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების, სამართალდამცველების და ადვოკატების გამოცდილების საფუძველზე სამართალდამცავ სისტემაში რასობრივი გამორჩევის პრაქტიკა შეისწავლა და მრავალი სახის სისტემური პრობლემა გამოკვეთა. TDI-ის თანახმად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა რასობრივი გამორჩევის ცნებას არ ცნობს. შესაბამისად, რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა არ არსებობს.
TDI-ის ანგარიშის მიხედვით, სისტემური პრობლემა მიგრანტთა უფლებების დარღვევას იწვევს და აყალიბებს დისკრიმინაციულ გარემოს, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ამ პრობლემებს შორის გამორჩეულად აქტუალურია ბინადრობის ნებართვების გაცემის პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი როლი და სავარაუდოდ, ეროვნული/რასობრივი ნიშნით განპირობებული დისკრიმინაციული მოტივით ნებართვებზე უარის მაღალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შედარებით.
"აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები საუბრობენ როგორც რასისტულ და სტერეოტიპულ განწყობებზე საზოგადოების მხრიდან, ასევე სახელმწიფო და კერძო უწყებებში გამოვლენილ სტრუქტურულ რასიზმსა და პრობლემებზე. ხშირია სახელმწიფო საზღვრის კვეთისას უკანონო გაჩერება, დაყოვნება ან საზღვრის კვეთაზე უსაფუძვლო უარი. ასევე, ხშირია რასობრივი დისკრიმინაციით მოტივირებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, შეურაცხყოფის შემთხვევები", — აცხადებს TDI.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პროფესიულ სასწავლო პროგრამებში, ფაქტობრივად, კულტურული მრავალფეროვნების საკითხები არ გვხვდება. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, პოლიციელები ზოგადად სწავლობენ ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის თემებს, თუმცა ეს კურსები რასიზმისა და რასობრივი გამორჩევის საკითხებზე სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარის ინფორმაციას არ მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა და სამართალდამცავი უწყებებისა და ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობა დაბალია.
კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:
- საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ იცნობს რასობრივი გამორჩევის ცნებას; შესაბამისად, არ არსებობს რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა.
- მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელთა და გამომძიებელთა თვითშეფასებით, მათი არსებული ცოდნა და დამოკიდებულება რასობრივი დისკრიმინაციისა და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე მაღალია, თვისებრივი კვლევა ცხადყოფს, რომ რეალურად ამ მიმართულებით მწვავე სისტემური პრობლემები არსებობს;
- კვლევის ფარგლებში გამოკითხული სამართალდამცველების ნაწილი განსხვავებული კულტურული, ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების შესახებ სტერეოტიპული ენით საუბრობს. ხშირად მათი წინასწარი განწყობები გაუცნობიერებელია, რაც შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს;
- სამართალდამცველების სასწავლო პროგრამები არ მოიცავს კულტურული მრავალფეროვნების მართვასა და რასობრივ გამორჩევასთან დაკავშირებულ თემატიკას. ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე სასწავლო პროგრამები არათანმიმდევრული და არასრულყოფილია. ამასთან, სამართალდამცველების უმრავლესობა — როგორც პოლიციელები, ასევე გამომძიებლები — მიიჩნევენ, რომ საჭიროა დისკრიმინაციის აკრძალვისა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ პოლიციელთა ცოდნის გაღრმავება;
- კვლევის ფარგლებში გამოკითხული ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები საუბრობენ ზოგადად ხელისუფლებისა და საპოლიციო სისტემის მხრიდან მათ მიმართ სტერეოტიპულ, გულგრილ ან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და პრაქტიკულ შემთხვევებზე. მათი თქმით, ხშირია უსამართლო მოპყრობის, მათ წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირების შემთხვევები და გამოუძიებელი საქმეების მაღალი მაჩვენებელი;
- ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობები, ასევე საქართველოში მცხოვრები მიგრანტები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიიჩნევენ, რომ ხშირია დისკრიმინაციული გამორჩევის შედეგად პოლიციის მიერ მათი უკანონოდ გაჩერება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
- კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატები — როგორც კერძო, ისე არასამთავრობო და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურიდან — აღნიშნავენ, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და უცხო ქვეყნის ბრალდებული მოქალაქეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სისტემატური ხასიათი აქვს;
- ენობრივ ბარიერებსა და თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ როგორც უმცირესობების წარმომადგენლები, ისე პოლიციელები და გამომძიებლები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სრულყოფილ კომუნიკაციას. სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა შეფასებით ენობრივი ბარიერის არსებობა ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს მიგრანტთა ნდობაზე სამართალდამცავი უწყების მიმართ;
- კვლევაში მონაწილე ყველა მხარე — როგორც ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები, ისე სამართალდამცველები და ადვოკატები — ხაზს უსვამენ საქმეებში თარგმანთან და თარჯიმნების კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადვოკატების თქმით, ხშირად დაკავების პროცესი და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითად, ჩხრეკა, ამოღება და დათვალიერება, თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე ტარდება;
- აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების თქმით, მათ ბინადრობის ნებართვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით ეუბნება უარს. კონკრეტული წარმომავლობის, ეთნიკური, ეროვნული კუთვნილების ადამიანების "საფრთხედ", "საშიშად" და "რისკის შემცველად" წარმოჩენა სამართალდამცველი და უსაფრთხოების სამსახურების რასობრივი გამორჩევის პოლიტიკაზე შეიძლება მიანიშნებდეს.
გაიგე მეტი:
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები