ფეისბუქმა რუსეთიდან მართული მორიგი ანტივაქსერული კამპანია გამოავლინა და ასობით ანგარიში წაშალა
ფოტო: Andre M Chang/Zuma Wire/Rex/Shutterstock
ფეისბუქმა ანტივაქსერების ასობით ანგარიში წაშალა. ქსელი იმ უცნობ სარეკლამო კომპანიასთან იყო კავშირში, რომლებიც ცნობილ ადამიანებს კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ საუბრისთვის ფულს უხდიდა. ანტივაქსერული კამპანია რუსეთიდან იმართებოდა.
ქსელი ფეისბუქის 65, ხოლო ინსტაგრამის 243 ანგარიშს მოიცავდა. მათი კვალი ინფლუენსერ-მარკეტინგულ სააგენტო Fazze-თან მიდიოდა, რომელიც უცნობი კლიენტისთვის მუშაობდა და ცნობილ ადამიანებს ანტივაქსერული კამპანიების წარმოებისთვის ფულს სთავაზობდა. გასულ თვეში ეს გეგმა ევროპელმა იუთუბერებმა გამოააშკარავეს, რომლებმაც ანტივაქსერულ კამპანიაში ფულის აღებაზე უარი თქვეს.
ქსელი შეცდომაში შემყვანი მოსაზრებების გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდა და ავრცელებდა დაუსაბუთებელ ცნობებს, თითქოს ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინები უსაფრთხო არ იყო. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაციის მიხედვით, ასტრაზენეკათი აცრის შემთხვევაში ადამიანი შიმპანზედ გადაიქცეოდა. ამ ანგარიშების სამიზნეები იყო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ-ც კი. ყალბი ანგარიშები ამ ქვეყნების მოქალაქეების აზრზე ზემოქმედებისთვის ფეისბუქსა და ინსტაგრამს იყენებდნენ.
რუსეთი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა Sputnik V შექმნა, საკუთარი ვაქცინის პოპულარიზაციას ეწევა, რასაც ექსპერტები მის გეოპოლიტიკურ გეგმებსაც უკავშირებენ. თუმცა, ფეისბუქის წარმომადგენლები დაბეჯითებით ვერ ამბობენ, რომ დეზინფორმაციის კამპანია რუსეთის ამ მოტივაციით აიხსნება.
Fazze-ს ქსელი ასევე უკავშირდებოდა სოციალურ მედიებში სხვადასხვა ცნობილ ადამიანს და მათ ფულს უხდიდა, რომ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაევრცელებინათ ვაქცინებზე. ფეისბუქმა თავისი პლატფორმებიდან კომპანიის ანგარიშებიც წაშალა.
ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიჩერი ამბობს, რომ მართალია Fazze-ის პოსტები დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ესეც გეგმის ნაწილი იყო.
ფეისბუქის მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ მართალია ზოგი ცნობილი ადამიანი Fazze-ის შეთავაზებას დათანხმდა და ვაქცინის საშიშროებაზე პოსტები საკუთარ აუდიტორიას გაუზიარა, მაგრამ მათ მოგვიანებით ეს ინფორმაცია ანგარიშიდან წაშალეს.
ფრანგი იუთუბერ ლეო გრასეს თანხის სანაცვლოდ Fazze-მა ფაიზერის ვაქცინის საშიშროებაზე 45-60-წამიანი ვიდეოების განთავსება სთხოვა ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და იუთუბზე, თუმცა მოსთხოვა, რომ საიდუმლოდ დაეტოვებინა, რომ მასალა დარეკლამებული იყო და მასში ფული გადაუხადეს. ლეო გრასემ შეთავაზება არ მიიღო და მათ შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
"ძალიან ბევრი შემაშფოთებელი დეტალი იყო ამ შემოთავაზებაში და არ დავთანხმდი", — ამბობს ის.
ლეო გრასე მისი მოსყიდვის მცდელობით გაოცებული იყო.
ფოტო: LÉO GRASSET
ამავე თემაზე:
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები