კრებულის "მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი
2021 წლის 11 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით მედიაციის შესახებ სტატიების კრებულის "მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში" საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.
სტატიების კრებული შეიქმნა ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში და მასში თავმოყრილია ილიაუნის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტატიები მედიაციის შესახებ.
პრეზენტაციაზე ავტორებმა საზოგადოებას მოკლედ გააცნეს სტატიების არსი.
ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+-ის პროექტს Mediation: training and society transformation/MEDIATS, რომლის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, ინსტიტუტის პოპულარიზაცია და მასზე ცნობადობის გაზრდა ფართო საზოგადოებაში. სტატიების კრებული შეიქმნა აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მასში თავმოყრილია ილიაუნის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტატიები მედიაციის შესახებ.
პროექტით სხვადასხვა აქტივობასთან ერთად დაგეგმილი იყო სტატიების კრებულის გამოცემა. წიგნზე პანდემიის პირობებშიც კი აქტიურად იმუშავა სამართლის სკოლის გუნდმა და გამოიცა მედიაციის შესახებ სტატიების პირველიკრებული.
კრებულში შესული 7 სტატია გამოირჩევა შინაარსობრივი მრავალფეროვნებით, თითოეული მათგანი განსხვავებულ თემატიკაზეა შექმნილი, რაც დამატებით ხიბლს მატებს კრებულს და უფრო საინტერესოს ხდის მკითხველისთვის. კრებულში შესულია ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული პედაგოგის, დიმიტრი ძაგნიძის სტატია — მედიაციის ქართულ მოდელზე საკანონმდებლო რეფორმის ფონზე, ასევე, პროფესორ დავით მაისურაძის სტატია — მედიაციის ეფექტიანობის შესახებ ბიზნესორგანიზაციებისთვის. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე საინტერესო სტატია აქვს წარმოდგენილი უჩა ძიმისტარიშვილს ონლაინმედიაციასთან დაკავშირებით.
კრებულში წარმოდგენილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სტატიებიც. ქეთი დევაძის სტატია ეხება მედიატორის პროფესიას და მის მახასიათებლებს, ქეთევან ბერიძისა და რუსუდან კეჭაყმაძის სტატია — საოჯახო მედიაციას, დავით ქათამაძე თავის სტატიაში წერს მედიაციის დროს გამოვლენილ სტრესსა და მისი შემცირების გზებზე, ხოლო შორენა მესხიძე — მედიაციის როლზე სკოლის პედაგოგის საქმიანობაში.
სტატიების კრებული განკუთვნილია მედიაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ის ხელმისაწვდომია ილიაუნის ბიბლიოთეკაში როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული ფორმით.
გარდა ილიაუნის ბიბლიოთეკისა, ახლო მომავალში სტატიების კრებული საჩუქრად გადაეცემა სხვა ბიბლიოთეკებსაც და ხელმისაწვდომი იქნება მკითხველისთვის.
მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის დროსაც დავაში ჩართული ორი მოდავე მხარე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე პირის, მედიატორის, ჩართულობით, კონფლიქტს აგვარებს უმტკივნეულოდ, მორიგების გზით. მედიაციის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებს შეუძლიათ მთელი პროცესის განმავლობაში თავისუფლად და თუნდაც არაფორმალურ გარემოში გაცვალონ ინტერესები, ემოციები რაც ეხმარება მათ კონსენსუსის მიღწევაში. მედიატორის როლი კი ამ პროცესში არის ის, რომ მოუსმინოს მხარეებს, მისცეს მათ თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება და მედიატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ტექნიკის მეშვეობით დაეხმაროს მხარეებს. მედიაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური განმასხვავებელი დავის განხილვის კლასიკური საშუალებებისგან სწორედ ის არის, რომ გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები.
მედიაციის ინსტიტუტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც. ქართული საზოგადოებისთვის მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების საშუალება, ინოვაციაა. მან საკანონმდებლო გზით აღიარება პოვა 2019 წლის 18 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მედიაციის შესახებ.
ნებისმიერი დარგისა თუ ინსტიტუტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლების სისტემა. ამ მხრივ, არც მედიაციის ინსტიტუტია გამონაკლისი და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ 2020 წლის სექტემბრიდან კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესთავაზა განახლებული, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია მედიაციის მოდული. მედიაციის მოდულის ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობენ მედიაციის მიმართულების მრავალფეროვან კურსებს, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულს. დეტალური ინფორმაცია მოდულის შესახებ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები