TI: სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევმა პირებმა სახელმწიფო შესყიდვებით 7 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს
ფოტო: iStock
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა 2014-2021 წლებში 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო.
TI-ის ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი მათგანია ნოდარ ბალახაშვილი, რომელსაც 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის, ზაზა მელიქიძის მრჩეველი იყო. ორგანიზაციის ცნობით, თვითმმართველობაში თანამდებობის დაკავებამდე, ნოდარ ბალახაშვილი საპროექტო კომპანია, შპს მშენსერვისი 2012-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე სიძეს, დავით ზედგინიძეს გადასცა.
ფოტო: TI
"ახალციხის მუნიციპალიტეტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ბალახაშვილი როგორც სატენდერო, ასევე, მიღება-ჩაბარების კომისიების წევრი იყო. მისი სიძის კომპანიამ, 2015 წლის აპრილში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი უკონკურენტოდ, ფასთა კლების გარეშე მოიგო ჯამში 2 500 ლარის ოდენობით . ორივე შემთხვევაში ნოდარ ბალახაშვილმა მიუთითა, რომ შპს მშენსერვისი-2012-თან ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა. ასევე, ჩაიბარა სიძის კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები", — ვკითხულობთ ანგარიშში.
TI-ის განცხადებით, ნოდარ ბალახაშვილს თანამდებობის დატოვება 2018 წლის თებერვალში, მას შემდეგ მოუხდა, რაც მის მიერ შედგენილი ახალციხის რვა ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების გამო გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.
"საქმე, 2013 წელს, შპს რენესანსი 77-თან 58 000 ლარზე გაფორმებულ პირდაპირ შესყიდვას ეხებოდა. მაშინ ბალახაშვილი შპს რენესანსი 77-ში ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა. მან სსკ-ის 220-ე პრიმა, გულგრილობის, მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც წავიდა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ორგანიზაციის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში თანამდებობის დატოვებიდან მალევე, ნოდარ ბალახაშვილმა სიძისთვის გადაცემული შპს მშენსერვისი-2012 უკან დაიბრუნა და ინდივიდუალურ მეწარმედაც დარეგისტრირდა.
"თვითმმართველობაში დასაქმებამდე მისი კომპანია საპროექტო და სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობდა, მერიიდან წასვლის შემდეგ კი სოციალური პაკეტების შეძენისთვის გამოცხადებულ ტენდერებშიც ჩაერთო. თუ თანამდებობის დაკავებამდე მას ახალციხის მუნიციპალიტეტთან არცერთი ტენდერი არ ჰქონდა მოგებული, მუნიციპალიტეტში პოზიციის დაკავების შემდეგ ყველა ტენდერი მხოლოდ ახალციხის მერიაში მოიგო", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის თანახმად, მას 12 ტენდერიდან ჯამში 70 845 ლარი დაერიცხა. მათგან 10 უკონკურენტოდ მოიგო, ერთი კი — სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით ბალახაშვილს სულ 52 897 ლარი დაერიცხა.
რაც შეეხება პირადაპირ შესყიდვებს, TI-ის განცხადებით, მასთან საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე 9 ხელშეკრულება გაფორმდა, ჯამში, 58 707 ლარზე, აქედან 4 — ახალციხის მერიასთან 31 910 ლარზე.
ამასთან, 2018-2020 წლებში, ნოდარ ბალახაშვილმა სულ 21 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 129 552 ლარზე გაუფორმდა. აქედან 16 შესყიდვისთვის ახალციხის მერიიდან 102 755 ლარი დაერიცხა.
TI-ის განცხადებით, კიდევ ერთი პირი ვინც, ე.წ. რვა ქუჩის საქმეზე, 2018 წლის დასაწყისში, ნოდარ ბალახაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს, შპს მესხეთავტოგზას დირექტორი და 12% წილის მფლობელი თამაზ პეტაშვილია.
"მესხეთავტოგზა 2017 წელს, როგორც შპს არალის ქვეკონტრაქტორი, ახალციხის ქუჩებში ასფალტს აგებდა. საქმის მასალების მიხედვით, მესხეთავტოგზამ ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დააგო, ანგარიშგებისას კი გაზრდილი მოცულობები დააფიქსირა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სსკ-ის 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს, თამაზ პეტაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა", — ვკითხულობთ TI-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
მათივე ცნობით, პეტაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებამდე, 2018-2020 წლებში, შპს მესხეთავტოგზამ 6 ტენდერი მოიგო და 3 055 565 ლარი დაერიცხა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, თამაზ პეტაშვილი 33%-იან წილს ფლობს კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში, შპს ოცხეში, რომელმაც ამავე პერიოდში მოიგო 7 ტენდერი და მიიღო 511 665 ლარი. ჯამში, პეტაშვილის ორივე კომპანიას, სამ წელში, 13 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 3 567 230 ლარზე გაუფორმდა.
TI მიუთითებს იმასაც, რომ შპს მესხეთავტოგზას ერთ-ერთი დამფუძნებელი და 12% წილის მფლობელი გიორგი აღლემაშვილი, 2020 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა. კომპანიაში საკუთარი წილი აღლემაშვილმა შვილს გადასცა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ცნობით, შპს რენესანსი 77-ისა და შპს ნიუ პროჯეკტის მფლობელი და დირექტორი დავით ჩაჩანიძე, 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს. TI-ის ინფორმაციით, მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც დათანხმდა.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმე 2015 წლის სექტემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტში შპს ნიუ პროჯეკტის მიერ მოგებულ, 86 500 ლარის ღირებულების ტენდერს ეხებოდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.
ანგარიშის მიხედვით, 2018-2021 წლებში შპს ნიუ პროჯეკტმა 15 მოგებული ტენდერით 1 765 580 ლარი მიიღო. აქედან 6 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო (446 098 ლარი), 3 კი — კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე (400 750 ლარი). ამავე პერიოდში, დავით ჩაჩანიძის მეორე კომპანიას — შპს რენესანსი 77-ს 9 სახელმწიფო შესყიდვით 41 951 ლარი დაერიცხა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩაჩანიძემ ჯამში სამ წელში 24 სახელმწიფო შესყიდვით 1 807 531 ლარი მიიღო.
TI-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთი პირია შპს სამცხე - XXI-ს 71,6%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, გურამ ფარცახაშვილი. ორგანიზაციის ცნობით, ის 2014 წლის აპრილში, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.
"მას პირველი ინსტანციის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე, ფარცახაშვილთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. საქმე 2013 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც სამცხე-XXI-ს, 54 800 ლარით, ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
TI-ის ცნობით, ფარცახაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან, 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, შპს სამცხე-XXI-მ 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე.
ასევე, 2019 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ოთხი პირდაპირი შესყიდვა გააფორმა ფარცახაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს მშენებელი II-მა და 88 474 ლარი დაერიცხა. TI-ის ცნობით, ფარცახაშვილი ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორიც თავადაა.
დოკუმენტის თანახმად, ფარცახაშვილმა ჯამში 2014-2021 წლებში 22 სახელმწიფო შესყიდვით 1 937 884 ლარი მიიღო.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორუფციისთვის გასამართლებული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის მიღება ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
TI-ის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, რომელიც კორუფციაში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გამოვლენილ კომპანიებს და მის მესაკუთრეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეუზღუდავს მინიმუმ იმ ვადით, სანამ მათი ნასამართლეობა არ გაქარწყლდება.
ამასთან, მათი განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ, ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული.
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
კომენტარები