ნავალნის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ინსტაგრამი AI ადამიანებმა წალეკეს — დეზინფორმაციის ახალი ტაქტიკა
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, ლოკაციაზე მიბმული ფოტოები იმ ადამიანების დაბნევას ემსახურებოდა, რომლებიც პროტესტის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ
ფოტო: @EtoBuziashvili/DFRLab via Instagram
2021 წლის 23 იანვარს ასიათასობით რუსი მოქალაქე 85-ზე მეტ ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნავალნის დაპატიმრების გასაპროტესტებლად გამოვიდა, რითაც ყველაზე მრავალრიცხვოვანი პროტესტის პრეცენდენტი შექმნა. აქციებზე მინიმუმ 3 300 ადამიანი დააკავეს.
დემონსტრაციებს წინ უძღვოდა საეჭვო აქტივობები სოციალურ მედიაში, რომელთა მიზანიც მოქალაქეთა ორგანიზებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე ახლადშექმნილმა არაავთენტურმა ანგარიშებმა ინსტაგრამის geotag ლოკაცია წითელი მოედანი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებითა და ნავალნის ყალბი პოსტერებით "დატბორეს".
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სახეებს დეზინფორმაციის გამავრცელებლები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. განსხვავებით რეალური მომხმარებლების მოპარული ფოტოებისა, მათი გადამოწმება გუგლის შებრუნებული ძებნის ფუნქციით რთულია.
როგორ მოქმედებდნენ ხელოვნურსახიანი ყალბი ანგარიშები
20 იანვარს, აქციებამდე სამი დღით ადრე, ტელეგრამის არხმა ბაზამ ინსტაგრამზე საეჭვო ქმედებების შესახებ დაპოსტა. არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 იანვარს, ნავალნის დაბრუნების დღეს, საეჭვო ქსელმა ინსტაგრამის ლოკაციის, წითელი მოედნის დასპამვა სცადა. "შედეგად", — ნათქვამია პოსტში, — "ნებისმიერი პოსტი, რომელზეც ეს ლოკაცია იქნებოდა მითითებული, სხვადასხვა ტიპის კონტენტში ჩაიკარგებოდა — მაგალითად, ასობით სახეში, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა".
საეჭვო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხმა Baza-მ გაავრცელა
ფოტო: Baza / Telegram
კრემლის მიმდებარე წითელი მოედანი ოპოზიციური აქციებისთვის პოპულარული ადგილია. რუს მაღალჩინოსნებს ეს ტერიტორია დემონსტრაციებისთვის ხელისშესაშლელად არაერთხელ ჩაუკეტავთ.
23 იანვრის აქციებამდე ნავალნის გუნდმა მთელი რუსეთის მასშტაბით შეკრების ადგილები გამოაცხადა. მათ შორის წითელი მოედანი არ ყოფილა — მოსკოვში აქციის ცენტრალურ ადგილად პუშკინის მოედანი დასახელდა, რომელიც წითელი მოედნიდან 20 წუთის სავალზეა. აქციის დღეს სამართალდამცავებმა წითელი მოედანი ჩაკეტეს, რათა დემონსტრანტებს კრემლისკენ გადაადგილება ვერ შეძლებოდათ.
წითელი მოედანი არ წარმოადგენდა დემონსტრაციების დაანონსებულ ადგილს 23 იანვრისთვის, თუმცა, რუს მომხმარებლებს შესაძლოა მოეძებნათ წითელი მოედნის ადგილმდებარეობით ფოტოები, რომ რაიმე სახის ინფორმაცია მიეღოთ აქციების შესახებ.
17 იანვრიდან მოყოლებული წითელი მოედნის ლოკაცია ერთი ტიპის პოსტებს აჩვენებდა: სხვადასხვა ინდივიდების პროფილის სურათებს. DFRLab-მა დაადგინა, რომ ეს სურათები ნეირონული ქსელის, StyleGAN-ის შექმნილი იყო.
ძებნის შედეგები ინსტაგრამზე "წითელი მოედნის" ლოკაციის მითითების შემთხვევაში
ფოტო: Instagram
არარსებული ადამიანების ამსახველი ფოტოები ინსტაგრამის ტოპ პოსტებშიც ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის არავინ ეხმაურებოდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სახეები წითელი მოედნის დაძებნის შემთხვევაში ტოპ პოსტებში ჩანდა, მიუხედავად ნოლი "ჩართულობისა" და რეაქციისა
ყველა საეჭვო ანგარიში 2021 წლის 15-დან 17 იანვრამდე იყო შექმნილი. მათ username-ებში რუსული მდედრობითი გვარები ჰქონდათ მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე კაცებიც იყვნენ გამოსახულნი. ანგარიშებს სულ რამდენიმე პოსტი ჰქონდათ განთავსებული და გამომწერები თითქმის არ ჰყავდათ. ამ თვისებებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ანგარიშები არაავთენტური და სავარაუდოდ, ავტომატიზებული იყო.
მართალია, სინთეტური სახეების შემქმნელი ალგორითმები დღითიდღე იხვეწება, მაგრამ მათი ამოცნობა ამჟამად რთული არაა. ქსელის მიერ შექმნილი სახეების საერთო მახასიათებლებია: ცუდად დარენდერებული ფონი, თმა, თვალები, ტუჩები, ყურები და აქსესუარები.
კიდევ ერთი აღსანიშნავი დეტალია ის, რომ ამ ქსელის მიერ დაგენერირებულ ფოტოებში თვალები სურათის ერთსა და იმავე ნაწილში იყო, სახის პოზიციისგან დამოუკიდებლად.
საპროტესტო პოსტერები
გარდა სახეებისა, წითელი მოედნის ლოკაციაზე 20 იანვარს საპროტესტო პოსტერებიც იძებნებოდა, რათა, სავარაუდოდ, მომხმარებლები შეცდომაში შესულიყვნენ.
საეჭვო ანგარიშები 20 იანვარს იყო შექმნილი და მათ მხოლოდ ნავალნის მხარდასაჭერი პოსტერები ჰქონდათ განთავსებული. იუზერნეიმები ამ შემთხვევაშიც ჰგავდა ერთმანეთს — ლათინური ასოებით დაწერილი "თავისუფლება ნავალნის" სხვადასხვა კომბინაცია.
საინტერესოა, რომ პოსტერებზე შეკრების ადგილი დაკონკრეტებული არ იყო, თუმცა პოსტერების წითელი მოედნის თაგზე განთავსება მცდარ წარმოდგენას ქმნიდა, რომ აქციები სწორად აქ იგეგმებოდა.
ამ აქტივობების პარალელურად, ნავალნის გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ინსტაგრამ ანგარიშებს მასობრივად ემატებოდნენ ყალბი გამომწერები. ––
გეორგი ალბუროვი, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომელი წერს, რომ მის ინსტაგრამის ანგარიშს ბოტი გამომწერები მასობრივად ემატებიან.
სავარაუდო ავტომატიზაცია, Geotag ფუნქციის გამოყენება შეუსაბამო კონტენტისთვის და საეჭვო აქტივობები ინსტაგრამის წესებსა და პირობებს არღვევს. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, ასეთი ტიპის დარღვევებს შეიძლება ანგარიშის გაუქმება ან გავრცელების შეზღუდვა მოჰყვეს.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა



კომენტარები