მუხთარლის გატაცების შემდეგ, საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა — Freedom House-ის კვლევების დირექტორი
ფოტო: აფგან მუხთარლი / Facebook
Freedom House-ის კვლევების დირექტორის, ნეით შენკანის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა და Freedom House-ის ახალი ანგარიში განიხილა, რომელიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს ეხება.
"ვფიქრობ ამის [მუხთარლის გატაცების] შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ და ამგვარი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს ამ ადგილს შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, ნამდვილად, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ", — განაცხადა მან [ამერიკის ხმის თარგმანი].
მისი თქმით, ახალი კვლევის ფარგლებში მათ შეისწავლეს როგორ იღებენ მიზანში დიასპორის წარმომადგენლებს და ქვეყნიდან გაქცეულ პირებს ესა თუ ის მთავრობები; რას ნიშნავს დატოვო ქვეყანა, სადაც გავიწროვებენ და რისი უფლება გაქვს სხვა ქვეყანაში, როდესაც თავშესაფარს ეძებ.
"ვნახეთ, რომ ბევრი, ვინც რეპრესიულ გარემოს გაურბის, კვლავ დაშინებისა და შევიწროების საფრთხის ქვეშაა. ქვეყანა კი, რომელიც დატოვეს, კვლავ ახერხებს მათზე ძალადობას. ასე რომ, ეს კვლევა ნამდვილად არის ჩვენი მცდელობა, რომ ამ ფენომენის გლობალური მასშტაბები აღვწეროთ და დავინახოთ რეალური ციფრები, რეალური სახეები იმის მიღმა, რაც მსოფლიოში უამრავ ადამიანს ემართება", — განაცხადა მან.
შენკანი ამბობს, რომ ამგავრი რეპრესიების მეთოდები 4 კატეგორიად იყოფა. მათ შორის, მისი თქმით, ყველაზე აშკარა არის პირდაპირი თავდასხმები, რაც მკვლელობებსა და მოტაცებებს გულისხმობს. მეორე კატეგორია, რომელიც შენკანის განცხადებით, ყველაზე ხშირია და ამასთანვე, ძალიან მნიშვნელოვანი, არის — ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა.
"ეს ძირითადად არის მასპინძელი ქვეყნის ინსტიტუტების გაცურება, მოტყუება იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტებმა იქ მყოფი პირის წინააღმდეგ იმოქმედონ, მათი დაკავების, დეპორტაციის ან თუნდაც, მათი გატაცების ფორმით. მესამე კატეგორია დევნილ პირთა გადაადგილების კონტროლია. ეს მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა პასპორტების გაუქმება ან სხვაგავრი მანიპულაციები, რომელთა საშუალებითაც ეს სახელმწიფო ხელს უშლის მათ მგზავრობაში, საზღვრების გადაკვეთაში და ახერხებს, რომ მათ ან ვერ იმოგზაურონ ან მგზავრობისას დააკავონ", — განმარტავს იგი.
მისივე განცხადებით, მეოთხე კატეგორიაა "დისტანციური საფრთხე", რა დროსაც ძალადობის ავტორ მთავრობას კონკრეტულ ადამიანზე ფიზიკური წვდომა არ სჭირდება.
"მათ შეუძლიათ დააკავონ მათი ოჯახის წევრები, ციფრულად გაუგზავნონ მუქარა ან ჰაკერულად დაესხნენ თავს მათ საკომუნიკაციო მოწყობილებებს, მოიპოვინ წვდომა მათ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე", — აღნიშნა მან.
თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.
მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები