სწავლა ესპანეთში — ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისთვის ვებინარს ჩაატარებს
ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF
სპეციალურად ქართველი სტუდენტებისათვის ესპანური უნივერსიტეტი Universitat Autònoma de Barcelona (UAB) (ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი) ვებინარის ჩატარებას გეგმავს, სადაც დაინტერესებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უნივერსიტეტის პროგრამების მიმოხილვასა და შეთავაზებებს; ასევე მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვან უნივერსიტეტის წარმომადგენელს, სანტი ალიასს.
ვებინარი გაიმართება 11 თებერვალს, 16 საათზე ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრ LEAF-თან თანამშრომლობით. ცენტრი ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო სახის შეხვედრებს, ვებინარებს, განათლების გამოფენებს და სრულიად უფასოდ აძლევს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სასწავლებლის წარმომადგენლებთან.
ვებინარზე დასასწრებად შეგიძლიათ, ეწვიოთ შეხვედრის ბმულს. შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე, მასზე დასწრება კი უფასოა.
http://bit.ly/UAB-Webinar-registration
ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი
ფოტო: AUB
ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი (AUB) დაარსდა 1968 წელს და მდებარეობს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. უნივერსიტეტმა 4 დეპარტამენტით დაიწყო ოპერირება. ეს იყო ფილოსოფია და ხელოვნება, მედიცინა, მეცნიერება და ეკონომიკა. დღეს უნივერსიტეტს 107 საბაკალავრო, 141 საერთაშორისოდ აკრედიტირებული სამაგისტრო და 113 AUB-ის სერტიფიცირებული სამაგისტრო პროგრამა აქვს. AUB ასევე გთავაზობთ სემესტრულ კურსებსა და ენის შემსწავლელ პროგრამებს. უნივერსიტეტში ასევე შესაძლებელია დოქტორანტურაზე სწავლა. 2019-2020 აკადემიურ წელს AUB-ს 4 790 PhD დოქტორანტი სტუდენტი ჰყავდა.
ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი (AUB) ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის. ის ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგებში. მაგალითად QS World University Rankings-ის მიხედვით ის მსოფლიოში 213-ე, ხოლო ევროპაში 91-ე ადგილს იკავებს. THE World University Rankings-ის მიხედვით AUB მსოფლიოში 182-ე, ხოლო ევროპაში 84-ე ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია, როგორც ესპანურ, ასევე ინგლისურ ენაზე.
პროგრამები და კურსები
საბაკალავრო პროგრამები
ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამას ტურიზმში ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ესპანურენოვან პროგრამებს სასტუმროს მართვაში და ასევე უსაფრთხოების სისტემებსა და პრევენციაში (აღნიშნული პროგრამა სრულად არის ხელმისაწვდომი ონლაინ). ბაკალავრიატზე სწავლის ხანგრძლივობა 4 წელია. ზემოაღნიშნული პროგრამების საფასური წელიწადში 4 980 ევროა. საბაკალავრო პროგრამების საშუალო ღირებულება კი, დაახლოებით, 3 000 ევროა წელიწადში.
ჩამოთვლილის გარდა უნივერსიტეტში შესაძლებელია სწავლა მრავალი მიმართულებით, როგორიცაა: ფსიქოლოგია, გეოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოქიმია, გენეტიკა, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, განათლება, ეკონომიკა და ა.შ.
საერთაშორისოდ აკრედიტირებული სამაგისტრო პროგრამები
პროგრამების ხანგრძლივობა 1 წელია. ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების საფასური კი წელიწადში, საშუალოდ, 7 000 ევროა.
- Master’s Degree in Management and Organisation of Event Tourism
ენა: ესპანური (70%) და ინგლისური (30%) - Master’s Degree in Hotel Management
ენა: ესპანური (90%) და ინგლისური (10%) - Master’s Degree in Tourist Management of Cultural Heritage
ენა: ესპანური (90%) და ინგლისური (10%) - Master’s Degree in European Union-China: Culture and Economy
ენა: ესპანური (100%) - Master’s Degree in Transfusion Medicine and Advanced Cell Therapies (Online)
ენა: ესპანური ან ინგლისური (100%)
UAB-ის სამაგისტრო პროგრამები და სასერტიფიკატო კურსები/ონლაინ კურსები
UAB Online Master’s Degree in Digital Management Of International
- Tourist Business
ენა: ესპანური.
ხანგრძლივობა: 1 წელი.
ფასი: 5 400 ევრო - Online Graduate Diploma in Management of Tourist Projects and Emotional Intelligence
ენა: ესპანური.
ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
ფასი: 2 700 ევრო - Online Graduate Diploma in Revenue Management, Digital Marketing and Customer Experience
ენა: ესპანური.
ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
ფასი: 2 700 ევრო - Graduate Diploma in Ecotourism and Nature-Guide Training
ენა: ესპანური (90%) და ინგლისური (10%).
ხანგრძლივობა: 1 წელი.
ფასი: 2 500 ევრო - Graduate Diploma in Executive Management of Archival and Records Management Services
ენა: ესპანური (100%).
ხანგრძლივობა: 2 წელი.
ფასი: 2 100 ევრო - Graduate Diploma in Electronic Records Management
ენა: ესპანური (100%).
ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
ფასი: 2 950 ევრო - Graduate Diploma in Management, Preservation and Dissemination of Photographic Archives (Online)
ონლაინ პროგრამის ენა: ესპანური (100%).
ხანგრძლივობა: 2 წელი.
ფასი: 2 400 ევრო
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (AUB) ვებინარს 11 თებერვალს, 16 საათზე შეგიძლიათ უფასოდ დაესწროთ და გაიგოთ მეტი თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები