ლელოს წევრების თქმით, დაუმორჩილებლობის აქციაზე დააჯარიმეს
ლელოს წევრების, ირაკლი კუპრაძისა და თაზო დათუნაშვილის განცხადებით, დაუმორჩილებლობის ღამეს აქციის დროს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.
"შსს ადგა და დედაჩემს ურეკავენ ბათუმში, თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და მისი ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეთო. არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა. დამირეკეს და ხვალ პოლიციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე", — წერს კუპრაძე ფეისბუქში.
თაზო დათუნაშვილის თქმით კი, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის 2 000 ლარით დააჯარიმეს.
"აი, ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს", — წერს დათუნაშვილის სოციალურ ქსელში.
აღნიშნულზე On.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მოძრაობა სირცხვილიას განცადებით, შსს-მ იმ მოქალაქეთა დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ.
"იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს — აუცილებლად შეგვატყობინეთ, ვინაიდან სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000 ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არღვევს", — აღნიშნავენ სირცხვილიაში.
თბილისში სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია, 7 თებერვალს, გამართეს. აქცია მიმდინარეობდა, ასევე, ბათუმშიც. მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, როგორც კომენდანტის საათის მოხსნას, ასევე, სხვადასხვა ბიზნესის სფეროების სრულად აღდგენას.
აჭარაში აქციის 11 მონაწილე დააკავეს. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესიც გაიმართა. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, 9 პირი 1 000-1 000 ლარით, ხოლო 2 დაკავებული 1 500-1 500 ლარით დააჯარიმეს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები