პარლამენტთან, რკინის დროებით კედელზე სტიკერის გაკვრიდან თითქმის 2 თვის შემდეგ კობალაძის ცოლი 1 000 ლარით დააჯარიმეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
ისნის საოლქო კომისიის საქმეზე, გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული აკაკი კობალაძის ცოლი, სოფო სოსელია თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 1 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება თითქმის ორი თვის წინ, 9 დეკემბერს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, რკინის დროებით კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრას.
ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, იგი დააჯარიმეს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში პლაკატების თვითნებურად განთავსებისთვის. On.ge დაინტერესდა, რკინის დროებითი, დამცავი კედელი, რომელსაც აქციების დროს ამონტაჟებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რატომ ითვლება კულტურული მემკვიდრეობის ზონის შემადგენელ ნაწილად, თუმცა, მერიის ზედამხედველობის სამსახურში დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
სოფო სოსელია ამბობს, რომ მან იცის, სად აქვს სტიკერების გაკვრის ნებართვა და სად არა. იგი თავს კანონდამრღვევად არ მიიჩნევს.
"სრულიად უსინდისოდ და უმოწყალოდ შეეხნენ ჩემს ოჯახს და ჩემი ოჯახის ღირსებას და მხოლოდ უსამართლობის გამო გადავდგი ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგი, უბრალოდ ჩემი თავისუფალი სიტყვა მინდოდა გაეგონათ იმ უღირს ადამიანებს, ვისი შეთითხნილი ბრალდების საფუძველზეც ისხდნენ ეს ადამიანები ციხეში. მიუხედავად ამისა, არც ერთი წამით, სამართალსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია აბსოლუტურად არაფერი", — განაცხადა სოფო სოსელიამ ფორმულასთან.
მისი თქმით, სტიკერების გაკვრის დროს, იქ მყოფ სამართალდამცველებს სიტყვიერი გაფრთხილებაც არ მიუციათ მათთვის.
"არცერთ სამართალდამცავს არანაირი სიტყვიერი გაფრთხილება არ მიუცია და არც კი უთქვამს, ინფორმირების სახით, რომ არ შეიძლებოდა ამ სტიკერების გაკვრა", — ამბობს სოსელია.
ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ 9 დეკემბერს გამართული აქციის მონაწილეები დღეს, 5 თებერვალს, მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მოაწოდა.
აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს გასული წლის 10 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. მათ პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ. პროკურატურის ვერსიით, 6 ნოემბერს ბრალდებულები ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდნენ თედო გობეჯიშვილს და 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება შესთავაზეს. ასევე, უთხრეს მას, რომ არჩევნების გაყალბების თაობაზე მედიასთან განცხადება გაეკეთებინა.
მათ დაკავებას წინ უძღოდა ქართული ოცნების საგანგებო ბრიფინგი, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა ენმ გარდაცვლილ გობეჯიშვილზე მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულეს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები