ილიაუნის თვითმმართველობამ ჩანახატების კონკურსის — ჩემი რეგიონი გამარჯვებული გამოავლინა
ფოტო: ილიაუნი
ილიაუნის თვითმმართველობის ტურიზმის დეპარტამენტი სტუდენტებს ტურებითა და ექსკურსიებით უზრუნველყოფს. პანდემიის პერიოდში არსებული რეგულაციების პირობებში ტურების დაგეგმვა-განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის ალტერნატიულ საშუალებებს ვთავაზობთ, მათ შორის იყო მხატვრული ჩანახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი, რომელიც ილიაუნის თვითმმართველობის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, მისი მიზანი იყო მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს მხატვრულად, კრეატიულად და ლაკონურად გადმოეცათ თავიანთი კუთხის კულტურა, ღირებულებები და მრავალფეროვნება. გამარჯვებული ესსე მხატვრულად და კრეატიულად გადმოსცემს ყველა იმ დეტალს, რის გამოც უნდა ესტუმრო სვანეთს.
კონკურსის გამარჯვებული გახდა ილიაუნის მეცნიერება და ხელოვნების, საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი ანა ბაბლუანი.
კონკურსის სპონსორები იყვნენ სალაშქრო აღჭურვილობების მაღაზია — ფასკუნჯი , რომელმაც გამარჯვებულს 2-ადგილიანი Qechua HM 100 კარავი გადასცა და აქსესუარების მაღაზია — ლილიტი, რომელმაც მეორე ადგილოსანი დაასაჩუქრა. მაღაზია ფასკუნჯმა საკუთარი რჩეული ილიაუნის სტუდენტი მათე რეხვიაშვილიც დაასაჩუქრა და მას ფასკუნჯის ფირმის სამგზავრო ჩანთა გადასცა.
ილიაუნის თვითმმართველობის თითოეული დეპარტამენტი საკუთარი პროექტებით აქტიურად განაგრძობს მოსწავლეთათვის სასიამოვნო და მრავალფეროვანი სტუდენტობის პერიოდის შექმნას. ტურიზმის დეპარტამენტი კიდევ მრავალ პროექტს, კონკურსსა და ლაშქრობის მოყვარულთათვის საინტერესო ინფორმაციას გპირდებათ.
ანა ბაბლუანის ჩანახატი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
ჩემი რეგიონი
სიმართლე გითხრათ არ ვიცი საიდან დავიწყო, ზოგადად ადამიანებს ყველაზე ძვირფას რაღაცებზე საუბარი გვიჭირს ხოლმე, გვგონია სათანადო სიტყვებს ვერ მოვძებნით იმის აღსაწერად, რაც ასე ძალიან გვიყვარს და გვაბედნიერებს. მათთვის, ვინც მიცნობს რთული გამოსაცნობი არ იქნება, რომ ჩემთვის ბედნიერება სვანეთთან ასოცირდება, ადგილთან, სადაც დავიბადე და სადაც არაფერია ჩვეულებრივი, ერთი უბრალო დღეც კი. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სვანეთში მაქვს გატარებული, წარმოუდგენელია, მაგრამ არ მახსენდება ერთი დღეც კი, რომელიც მეორეს რაღაცით ჰგავს. სვანეთში ყოველი ახალი დილა, ახალ სიცოცხლეს, ახალ თავგადასავალს, ახალი ადგილების აღმოჩენას და ახალი ადამიანების გაცნობას ნიშნავს. ერთნაირი მხოლოდ ის ემოციებია, რასაც სვანეთის დატოვებისას ყოველ ჯერზე განვიცდი.დედაქალაქში ყოველთვის თვალცრემლიანი,უკან ყურებით დაღლილი კისრით და დაუკმაყოფილებელი შეგრძნებით ვბრუნდები. მონოტონური საუბარი რომ არ გამომივიდეს და გიჟიც არ გეგონოთ, ამის გამო რამდენიმე ადამიანს ასეთი კითხვა დავუსვი: რა არის შენთვის სვანეთი? ვციტირებ მათ პასუხებს: "სამოთხე დედამიწაზე", "თავისუფლების და ჰარმონიის ადგილი", "ყველა ფერი", "სიწმინდე", "სულის განტვირთვის ადგილი", "ყველაზე დიდი სიყვარული", "სიმშვიდე და ბედნიერება", "თავისუფლება და სიამაყე". მე და ამ ადამიანებს ჩვენი კუთხის სიყვარული გვაერთიანებს, და შენც მკითხველო ცოტათი მაინც, რომ მიგვიხვდე რა იწვევს ჩვენში ამ გრძნობებს, სვანეთში გამოგზაურებ.
რთულია სიტყვებით გადმოსცე ის განცდა, რაც სვანეთში მოგზაურობისას გეუფლება, უყურებ და აკვირდები ცაში აზიდულ ბუმბერაზ მწვერვალებს, რომლებიც ისეა გადაჯაჭვული თითქოს ერთამენთისთვის ძმობა შეუფიციათ, კოშკებს, რომლებიც თავიანთ უძველეს ისტორიებზე გიყვებიან, მდინარეებს, სვანეთის მკაცრ ბუნებას ასე ძალიან რომ უხდება, ეკლესიებს,რომლებსაც თითქმის ყველა სოფელში შეხვდებით თავიანთი სახასიათო ფრესკული ნიმუშებით. ამ ყველაფრის შემყურე გრძნობ როგორ ივსები თავისუფლებისა და სიცოცხლის შეგრძნებით, უჩვეულო სიმშვიდესა და თან იდუმალებას მხოლოდ აქ-მთებში ყოფნისას იგრძნობთ. სვანეთს ლეგენდებისა და რიტუალების მხარეც შეგვიძლია ვუწოდოთ, ეს თემა როგორი საინტერესოც არის ისეთივე მისტიურია. გსმენიათ სულების კვირეულზე? რომელსაც ჩვენ "ლიფაანალს" ვუწოდებთ. ამ დღეს, უძველესი რწმენის მიხედვით, გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობენ, მისთვის მზადებას 18 იანვარს ვიწყებთ და ძირითადად ერთი კვირა გრძელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული სვანეთში ლამპრობაა, "ლამპრებს" არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისგან ვაკეთებთ, ამ ტრადიციის რამდენიმე ახსნა არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით სვანები ლამპრებს მიცვალებულების საპატივცემულოდ ანთებდნენ. სვანეთში ყოფნისას ტყის კაცზე (ქაამენ მერდე) რამეს თუ მოისმენ, არ გაგიკვირდეს, სვანებს დევის ანუ ტყის კაცის არსებობის სწამთ, რომელიც უდაბურ ტყეში ბინადრობს და დღის შუქს არ ეკარება, ლეგენდის თანახმად მისი დალოცვა კაცს აბედნიერებს, ხოლო წყევლა-აუბედურებს. არც ნადირობის ქალღმერთის დალის შესახებ მოსმენილმა ლეგენდებმა გაგაკვირვოთ, კლდის ტურფა ქალი ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებლად ითვლება. სვანეთის აღწერა კულინარიის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია. სვანური სუფრაზე თუ მოხვდებით შეუმჩნეველი არ დაგრჩეთ კუბდარი, რომელიც სუფრის მთავარი ატრიბუტია, ასევე ჭვიშტარი, ლუკნე, ლეცვამრი და სხვა უამრავი კერძი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს ტრადიციებსა და რიტუალებს, ჩვენი არომატული სვანური მარილიც არ დაგტოვებთ გულგრილს. ფოლკლორი სვანური კულტურის განუყოფელი ნაწილია, მკაცრი ხასიათის მსგავსად სიმღერებიც ომახიანი და მკაცრი გვაქვს, მათ ლაშქრობებს, ომის გმირებს, ქალღმერთ-დალის და სხვა უამრავ რაღაცას უძღვნიდნენ. შეუძლებელია არ ვახსენო სვანური სამგლოვიარო სიმღერა "ზარი", სიკვდილისთვის ნამღერ ნანას გუნდურად დაკრძალვის დღეს ასრულებენ.სვანურ ენა ჩვენთვის სიწმინდესთან და ტრადიციებთან ასოცირდება, ამიტომ სვანეთში ყოფნისას ხშირად მოისმენ შენთვის უცხო საუბარს და არც ეს გაგიკვირდეს. სვანეთში წელიწადის ოთხივე დროს შეგიძლია იპოვო შენი საქმე, ზაფხული ლაშქრობების სეზონია, ზამთარი სრიალის,გაზაფხული სიმშვიდისა და ჰარმონიის, ხოლო შემოდგომის სვანეთი ყოველთვის იქცევა ფოტოგრაფების მთავარ ობიექტად.მკითხველო მე აქ მოვრჩები,შენ კი სვანეთში მოგზაურობისას მიხვდები როგორ ჩაგიხუტებს სვანეთი და ცოტახნით მის შვილად გაქცევს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები