Sia სპექტრის არმქონე მსახიობის შშმ როლზე დამტკიცებას დისკრიმინაციად არ თვლის
ფოტო: Stefanie Keenan / Getty Images
Sia კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც საავტორო ფილმში Music აუტისტური სპექტრის მქონე, საუბრის უუნარო გოგოს როლის შესრულება მედი ზიგლერს მიანდო.
შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე ზიგლერის როლზე შერჩევას ხალხი "მიუღებელ" და "გულდასაწყვეტ" ფაქტს უწოდებს. ტვიტერის მომხმარებლების თქმით, ამ გადაწყვეტილებით Sia აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს საკუთარი ისტორიების გაზიარების შესაძლებლობას არ აძლევს.
ნოემბერში დაწყებულ სკანდალს მომღერალი ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპექტრის მქონე, საუბრის უუნარო გოგოსთან თანამშრომლობა სცადა.
"საუბრის უუნარო, სპექტრის მქონე, ლამაზ, ახალგაზრდა გოგოსთან თანამშრომლობა ვცადე, თუმცა მისთვის პროცესი უსიამოვნო და სტრესული აღმოჩნდა. მედი ამიტომ დავასაქმე".
მან სხვა ტვიტიც გამოაქვეყნა, რომლის გამოც კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან ხალხის აზრით, Sia ნარკოდამოკიდებული ადამიანებისა და სექსმუშაკების შესახებ არასწორ დამოკიდებულებებს აჟღერებდა. კამათის საგანი გახდა მისი გაღიზიანებული ტონიც, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მისამართით იყენებდა, რადგან მომღერალი არ ითვალისწინებდა მათ საფუძვლიან შეშფოთებას.
"ფილმში 13 ნეიროატიპიური, 3 ტრანსგენდერი ადამიანი დავაკავე და არა როგორც მეძავი ან ნარკოდამოკიდებული, არამედ, როგორც ექიმი, ექთანი და მომღერალი. ჯანდაბა, საწყენია, რომ ფილმიც კი არ უნახავთ. ჩემი გულის კარნახი ყოველთვის სწორი იყო".
"რამდენიმე სპექტრის მქონე მსახიობი, მათ შორის მეც, აღნიშნულ ტვიტებს გამოვეხმაურეთ. ყველამ ვთქვით, რომ როლის შესრულება ჩვენც შეგვეძლო. თუმცა ბოდიში ბოდიშად დარჩა და რეალური ძალისხმევა არავის გამოუჩენია, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები გადაღების პროცესში ჩაერთო", — დაწერა ერთ-ერთმა ტვიტერის მომხმარებელმა, რასაც Sia შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა — "იქნებ, უბრალოდ ცუდი მსახიობი ხარ".
თვეების შემდეგ, მომღერალი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ინციდენტზე და აღნიშნა, რომ ზიგლერის როლზე დამტკიცება აბლეიზმიც (დისკრიმინაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე პირს უპირატესობას ანიჭებს) იყო, მაგრამ უფრო ნეპოტიზმი.
"გავაცნობიერე, რომ ეს აბლეიზმი არ იყო — ანუ, აბლეიზმიც არის, ალბათ, მაგრამ რეალურად ნეპოტიზმია, რადგან მედის გარეშე პროექტის გაკეთება არ შემიძლია და არც მინდა", — განაცხადა მომღერალმა
წყვილმა პირველად 2014 წელს იმუშავა ერთად და მას შემდეგ თანამშრომლობენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები