ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2 პირი დააკავეს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ორი პირი, არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავა. უწყების განცხადებით, მათ ქრთამის მიცემას, ჯგუფურად ჩადენილი იძულებასა და მუქარას ედავებიან.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ — ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ.
მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას", — წერის შსს-ს განცხადებაში.
მთავარი არხის კადრებში ჩანს, რომ ხუსკივაძე გამოკითხვიდან გამვლის შემდეგ დააკავეს. დაკავებამდე ამავე არხთან ინტერვიუში ამბობდა, რომ პოლიციამ მისი და მისი ოჯახის ტელეფონები და კომპიუტერი ამოიღო.
"არც არავის დავუბარებივარ, მეგობარი იყო დაბარებული პოლიციის შენობაში და იმას ჩამოვაკითხე. ჯერ მე შემათრიეს პოლიციაში და მერე მე ვინც მომაკითხა ისიც ძალით შეიყვანეს პოლიციაში. ცდილობდნენ პირადი ნივთების წართმევას.
ყველაფერი ეს დაიწყო გუშინ, მე და ვინც ვიყავით დაკითხვაზე დაბარებული, მთავარის ეთერში შვიდ საათზე როდესაც გამოვედით და იმის მერე ხდება ეს ყველაფერი და იმიტომ არის ეჭვის საფუძველი. ამას ყველაფერს დაერთო ის, რომ სანამ მე აქ ვყავდი დაკავებული, ჩემს ოჯახში შეცვივდნენ, საგამოძიებო ქმედება, ყველაფერი წაართვეს ოჯახში ტელეფონები, კომპიუტერი რაც იყო სახლში წაიღეს ყველაფერი ახსნა განმარტების გარეშე.
[მანქანას ჩხრეკდნენ] მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონის წართმევის მიზნით, მე განვაცხადე, რომ შიგნით მაქვს პირადი ინფორმაიცა და ტელეფონს არ მოგცემთ მეთქი და მივაწოდე მეგობარს, რომელმაც ჩადო მანქანაში. ის მეგობარიც შეათრიეს. [...] ჩემი ტელეფონიც ამოიღეს, მეგობრის ტელეფონიც ამოიღეს, სახლში ბავშვების ტელეფონიც ამოიღეს", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში დაკავებამდე.
მთავართან ინტევიუში პირი, რომელიც თავს გარდაცვლილი თედორე გობეჯიშვილისა და აკაკი ხუსკივაძის მეგობრად წარადგენს, ამბობს, რომ გობეჯიშვილი გუშინ ხუსკივაძესთან იყო სახლში, მაგრამ ეს აქამდეც არაერთხელ მომხდარა, რადგან ისინი მეგობრები იყვნენ.
მათ დაკავებას წინ უძღოდა ქართული ოცნების საგანგებო ბრიფინგი, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა ენმ გარდაცვლილ გობეჯიშვილზე მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულეს. გიორგი ხელაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პასუხად განაცხადა, რომ ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, რაც ამორალურია. ბრიფინგიდან დეკანოიძემ მმართველი გუნდის წევრებსა და იდეოლოგებს მიმართა:
"რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადმიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციაზე არ ილაპარაკოთ. ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმის, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი. რას ყვებით საერთოდ, რა დაგმართნიათ?!" — განაცხადა მან ბრიფინგზე.
დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ მომხდარზე აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი წავა ხელისუფლებიდან.
გაიგეთ მეტი:
- ქართული ოცნების ინფორმაციით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დაიღუპა, პარტია ენმ-ს მუქარაში ადანაშაულებს
- რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, რომ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ — დეკანოიძე "ოცნებას"
- ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და ფსკერზე საუბრობთ — დეკანოიძე "ოცნებას"
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები