რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, რომ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ — დეკანოიძე "ოცნებას"
ფოტო: ანანო მუშკუდიანი / On.ge
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, რაც ამორალურია. მან მწუხარება გამოხატა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო და მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა.
"სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არ ვაპირებდით საუბარს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მაგრამ დღეს ქართული ოცნების ყველაზე უფრო და კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა — პოლიტიკური მანიპულაციები მოახდინონ ადამიანის სიცოცხლით, გადაგვაწყვეტინა, რომ აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების, კობახიძის ადიუტანტების, 1 500-ლარიანი ექსპერტების და ყველა იმ ამორალური ადამიანის განცხადებებს, ვინც, აი, ახლა ვაჭრობს ადამიანის სიცოცხლით.
პირველ რიგში, დიდი მწუხარება მინდა გამოვხატო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის, რაც იკადრეს და რასაც კადრულობენ ქართული ოცნების, კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები, ეს სცდება ყოველგვარ ზღვარს, არის ფსკერზე უფრო ქვემოთ, ვინაიდან დღეს გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, უამრავი კომისიის წევრზე ზეწოლის შემდეგ, უარმავი ჩვეულებრივი მოქალაქის ზეწოლის შემდეგ გამოდიან და ყოფნით იმის თავხედობა, უტიფრობა, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ", — განაცხადა მან.
ბრიფინგიდან დეკანოიძემ მმართველი გუნდის წევრებსა და იდეოლოგებს მიმართა:
"რა გჭირთ, ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადმიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში, კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციაზე არ ილაპარაკოთ. ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმის, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი. რას ყვებით საერთოდ, რა დაგმართნიათ?!" — განაცხადა მან ბრიფინგზე.
დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ მომხდარზე აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი წავა ხელისუფლებიდან.
"დიახ, თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და მე მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც შერჩენია ოდნავი ადამიანური ღირსებაც კი... აი, ქართულ ოცნებაში დღეს რომ გამოგორდნენ კობახიძის ადიუტანტები, წარმოუდგენლად ამორალური ადამიანები და საუბრობდნენ ამ ფსკერზე, მივმართო მათ: თუ ჩატარდება ობიექტური გამოძიება და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება მას შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი წავა და დიახ ჩამოცილდება ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიგებთ, რომ ცესკოს მხრიდან ნამდვილად არის ძალადობა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში", — განაცხადა მან.
ქართული ოცნების ინფორმაციით, გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ გარდაცვალებამდე მას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.
"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა", — განაცხადა ხელაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ თედო გობეჯიშვილი ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ხელაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.
დღევანდელ ბრიფინგზე ამის შესახებ ისაუბრა პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმაც. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ-სთან დაკავშირებული პირები თედო გობეჯიშვილთან იყვნენ იმ ღამეს, როცა ის გარდაიცვალა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები