გიორგი მარგველაშვილი

20 Jun. 2020, 20:46

იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი. რამდენი ჩვენზე მეტი ტანკი და ბეტეერიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ. ამ საზოგადოებამ ძაან ბევრ იმპერიას გაუძლო და ძაან ბევრი იმპერია დაამარცხა. და ამ იმპერიასაც ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე და ამ გამარჯვების შემდეგ ვიქნებით მთლიანი, ძლიერი, ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავით.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც შეკრებილები გასული წლის 20 ივნისს იხსენებენ და ოკუპაციას აპროტესტებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ