ხანდაზმულების უფლებები და ღირსება COVID-19-ის პანდემიის დროს დაცული უნდა იყოს
გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ალანა არმიტაჟი კორონაირუსის პანდემიის დროს მოხუცების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ფოტო: UNFPA
მთელს ევროპაში, ესპანეთიდან სერბეთამდე, ხანდაზმულებზე ზრუნვის დაწესებულებები COVID-19-ის ინფექციის კერებად გადაიქცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში განთავსებულ ადამიანებზე მოდის.
იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომელიც მთელს მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის განადგურებას აღწერს, ჩემთვის ეს რიცხვი უფრო თვალშისაცემია. ის ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ ტრაგედიას, რაც ზუსტად ჩვენ წინ არის დატრიალებული, მაგრამ გასაოცრად მცირე ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები ხანდაზმულები საერთო მოსახლეობის მხოლოდ მცირე წილს შეადგენენ — თითქმის 1%-ს, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ის ქვეყანაა ევროპაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე ბევრი საწოლი მოდის ზრუნვის დაწესებულებებში. ეს წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა შემაშფოთებლად მაღალია იქ მყოფი ხანდაზმულების რაოდენობა ვირუსით გარდაცვალებულთა შორის.
ზოგადად, ხანდაზმულებს პანდემია ძალიან მძიმედ შეეხო. ისინი COVID-19-ით მძიმე ფორმით დაავადების მომეტებული რისკის წინაშე დგანან; და ამ დაავადებით გარდაცვლილთა შორის დაახლოებით 95 პროცენტი 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მძვინვარებს პანდემია ასეთი ძალით ევროპაში, სადაც, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ხანდაზმული ადამიანების პროპორციულად ყველაზე დიდი წილი ცხოვრობს. ხანდაზმულები მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისის წინაშე როდი დგანან: ვირუსის შესაჩერებლად შემოღებული ფიზიკური დისტანცირების (რომელსაც შეცდომით სოციალურ დისტანცირებასაც უწოდებენ) ზომები ასევე არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებასა და საარსებო საშუალებებზე, რამდენადაც ბევრი მათგანისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი მომსახურება, მხარდაჭერა და მზრუნველები, რომლებზეც ისინი დამოკიდებულები იყვნენ.
უგულებელყოფილი და მხედველობის არეალიდან გამქრალი ხანდაზმული პირები, რომლებიც ზრუნვის დაწესებულებებში ცხოვრობენ, ხშირად ყველაზე მოწყვლადები არიან. ჩვენ სულის შემძვრელ ამბებს ვგებულობთ, რომ ადამიანები სიმარტოვეში კვდებიან, მათ გვერდით არ არიან საყვარელი ადამიანები და ზოგჯერ ისინი მხოლოდ მინიმალურ ზრუნვას იღებენ გადატვირთული და არასათანადოდ დაფინანსებული დაწესებულებების მხრიდან.
ზრუნვის დაწესებულებებში ამჟამად განვითარებული ტრაგედიები მხოლოდ ერთი, თუმცა, უკიდურესი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორი წარუმატებლები აღმოვჩნდით დაბერების მიმართ, უფრო ფართო კონტექსტში. პანდემიის შედეგად, ამ მარცხმა აშკარა ცვლილებებს დაუდო სათავე, მაგრამ ეს COVID-19-ით არ დაწყებულია. რამდენადაც ევროპის ქვეყნები სწრაფად ბერდება — ოთხიდან ერთი ადამიანი უკვე 60 წლის ან უფროსი ასაკისაა — საზოგადოებებს უკვე ძალიან უჭირთ, რომ სათანადო პირობები შექმნან ხანდაზმული პირების მზარდი რაოდენობისთვის, რათა მათ შეძლონ აქტიურად იცხოვრონ, კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და მაქსიმალურად ჩაერთონ სათემო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ამის ნაცვლად, ბევრი ხანდაზმული უგულებელყოფას, სიღარიბეს, სოციალურ გარიყულობასა და იზოლირებას განიცდის — რაც ახლა პანდემიის გამო გაცილებით მწვავდება. სავარაუდოდ, კიდევ უარესია ის, თუ როგორ მინიშნებას აკეთებს საზოგადოებრივი მსჯელობა ხანდაზმულების მიმართ, მეტ-ნაკლებად დელიკატურად და უთვალავი ხერხით, რომ მათი ასაკის გამო ისინი უკვე ტვირთს წარმოადგენენ, ნაკლებად ღირებულნი არიან და მათ არსებობასაც ფასი აღარ აქვს.
იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი და საშინელი ზეგავლენა, რასაც ის ბევრ ხანდაზმულ ადამიანზე ახდენს, გადამწყვეტი მომენტი გახდება იმ მხრივ, თუ როგორ ვხედავთ და ვეპყრობით ხანდაზმულ ადამიანებს საზოგადოებაში. გაეროს მოსახლეობის ფონდში დაუღალავად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში არა მარტო იმისთვის, რომ ხანდაზმულებს პანდემიის განმავლობაში დავეხმაროთ, არამედ, იმისთვისაც, რომ უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველვყოთ მათი ღირსებისა და უფლებების დაცვა; იმისთვის, რომ ისინი კვლავ ინტეგრირებულნი და ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ბევრი ქვეყანა ახლა უკვე ფიქრობს იმაზე, როგორ შეიძლება არსებული კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევა. ქვემოთ მოცემულია ის ოთხი მთავარი ნაბიჯი, რომელიც მთავრობებს შეუძლიათ ამ მიზნის მისაღწევად გადადგან:
- ხანდაზმული ადამიანების დაცვისთვის პრიორიტეტის მინიჭება COVID-19-ზე რეაგირების დროს. ამაში შეიძლება შევიდეს ნათელი გზავნილების გავრცელება საზოგადოებაში ხანდაზმულების თანაბარი უფლებების და ღირსების მხარდასაჭერად, ასევე გაბედული ზომების მიღება იმის საჩვენებლად, რომ სახელმწიფოს ვალდებულება სიტყვიერ დაპირებაზე მეტია. სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა, მზრუნველების მხარდაჭერა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება იზოლაციაში მყოფ ადამიანებთან დასაკავშირებლად — ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ კრიზისის ეფექტების შესარბილებლად;
- ხანდაზმულთა ხმების გაგონება. ამ კრიზისზე რეაგირებისას, ან სამომავლო პოლიტიკების შემუშავების დროს, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ, თუ რა სათქმელი აქვთ ხანდაზმულებს. თემის წარმომადგენლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რათა თავიდან იქნას აცილებული სუბიექტურობა და შესაძლებელი გახდეს ისეთი გამოსავალის მოძიება, რომელიც აქტუალურ საჭიროებებს უპასუხებს.
- ეიჯიზმზე დაპირისპირება საჯარო განხილვებსა და პრაქტიკაში. არანაირი შემწყნარებლობა არ უნდა იქნას გამოჩენილი ასაკის გამო აშკარა დისკრიმინაციის და უარყოფითი სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც ამ კრიზისის დროს კიდევ უფრო მეტად ამოტივტივდა ზედაპირზე. საპირისპირო აზრის წინ წამოწევა, რომელიც ორიენტირებულია თაობათაშორის სოლიდარობაზე, ასევე ხანდაზმული პირების აქტიურობასა და ღირებულ წვლილზე, უმთავრესი მნიშვნელობის იქნება სოციალური ნორმების და მიდგომების შესაცვლელად.
- საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოების, ასევე, ბიუჯეტების ხელახალი განხილვა ასაკობრივ ჭრილში. ახლა სწორედ ის დროა, როცა კრიზისის მიღმა უნდა გავიხედოთ და განვიხილოთ, რისი შეცვლაა საჭირო ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და სოციალური დაცვა ისე, რომ ქვეყნებმა უკეთესად შეძლონ სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ეფექტებთან გამკლავება. ყოველივე ეს კი ისე უნდა მოხდეს, რომ უზრუნველყოფილი იქნას ხანდაზმული მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ამდენი ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი ამ კრიზისის განმავლობაში გარდაუვალი არ ყოფილა. ეს არის პირდაპირი შედეგი ჩვენი — როგორც საზოგადოებების, ინსტიტუციების და კულტურების — მარცხის, რომ თანაბარი მნიშვნელობა და ღირებულება მიგვენიჭებინა ხანდაზმული თაობის სიცოცხლეებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ წარსულის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და სერიოზულად ვიფიქროთ ისეთი საზოგადოების შექმნაზე ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელშიც ხანდაზმულებს დააფასებენ და მხარს დაუჭერენ, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვან საყრდენს, როგორც მასწავლებლებს და მენტორებს, მზრუნველებს და მოხალისეებს, ადამიანებს, რომლებიც თაობებს გადასცემენ ისტორიას და კულტურას, რასაც ჩვენ ზოგჯერ საჩუქარივით მზამზარეულად ვიღებთ.
დაბერების გზაზე მყოფ ევროპაში, ჩვენ უბრალოდ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოსახლეობის მეოთხედი გავრიყოთ, მთელი თავისი უნარებით, ტალანტებით და სხვა სახის წვლილით. ხანდაზმული ადამიანების უფლებების და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა, ყველა სხვა ასაკის ადამიანის თანასწორად, არა მარტო მორალური იმპერატივია, არამედ ეს არის გამარჯვება ყველა მხარისათვის თანაბრად — როგორც ხანდაზმულთათვის, ასევე ახალგაზრდებისათვის.
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
კომენტარები