კვლევის თანახმად, თქვენი მეგობრების ნახევარი მეგობრად არ გთვლით
ფოტო: Zurijeta / Shutterstock
როცა ვინმეს მეგობარს ვუწოდებთ, როგორც წესი, არ ვფიქრობთ იმაზე, ეს სტატუსი ორმხრივია თუ არა. მე თუ ის მომწონს და მასაც მოვწონვარ, ესე იგი, ჩემი მეგობარია, არა? სამწუხაროდ, არა.
ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, მეგობრობად ჩათვლილი ურთიერთობების 50% მეგობრობა არაა.
MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის) მკვლევარებმა 23-დან 38 წლამდე 84 სუბიექტი გამოკითხეს, რომლებიც ერთად ესწრებოდნენ ბიზნესის მართვის კურსს. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ თითოეულ თანაკურსელთან ურთიერთობა 0-დან 5-მდე შკალაზე, სადაც 0 ნიშნავდა უცნობს, 3 - მეგობარს, 5 - ძალიან კარგ მეგობარს.
94% დარწმუნებული იყო, რომ სათანადოდ აღწერა იმ მომენტისთვის ურთიერთობის სტატუსი, თუმცა მათგან მხოლოდ 53%-მა გამოიცნო რეალური შედეგი.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევა მეტისმეტად მცირეა იმისთვის, რომ უტყუარად ჩაითვალოს, თუმცა ამ საკითხზე წარსულშიც ჩატარებულა გამოკითხვები. წინა შემთხვევებშიც მონაწილეების მხოლოდ 34%-53% აღმოჩნდა მართალი.
სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარი ალექს პენტლანდი აღნიშნავს, რომ სხვა ადამიანების წაკითხვას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ გვინდა, მართლები აღმოვჩნდეთ. გვიჭირს იმის დაშვება, რომ ვინც მოგვწონს, შეიძლება ჩვენს გრძნობას არ იზიარებდეს. ამიტომაც ვასკვნით, რომ სიმპატია ორმხრივია.
"ჰკითხეთ ადამიანებს, რა არის მეგობრობა და პასუხად პაუზას მიიღებთ", - აღნიშნავს მეცნიერი.
მეგობრობის ცნების განსაზღვრა სულაც არაა ადვილი თანამედროვე სამყაროში, სადაც მეგობრების ყოლა აუცილებლობად ითვლება.
ჩვენ ხშირად ვექცევით მეგობრებს, როგორც ინვესტიციას, რაც მეგობრობის მთელ იდეას ეჭვქვეშ აყენებს, - ამბობს რონალდ შარპი, ლიტერატურის ლექტორი, რომელსაც მეგობრობის თემაზე საკუთარი კურსი აქვს, - არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთება შეუძლია ერთ მეგობარს მეორისთვის, მნიშვნელოვანია, ვინ ხდება ეს ორი ადამიანი ერთმანეთის თანდასწრებით.
ამ ამბავს შეგიძლია პოზიტიური კუთხითაც შევხედოთ. თუ, მაგალითად, თვლით, რომ 10 მეგობარი გყავთ, მათგან 5 მართლაც იზიარებს თქვენს კეთილგანწყობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა.
საშუალოდ, ერთ ადამიანს 150 სოციალური კონტაქტის დამყარება შეუძლია დროის ერთ მონაკვეთში, ახლო მეგობრების რაოდენობა კი მაქსიმუმ ხუთს აღწევს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მეტი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ ეს ურთიერთობები, როგორც წესი, ზედაპირულია.
რომ შევაჯამოთ, ადამიანები, რომლებსაც ბევრი მეგობარი ჰყავთ, არც მაინცდამაინც გავლენიანი არიან და არც უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც ცოტა მეგობარი ჰყავთ. ალექს პენტლანდს თუ დავუჯერებთ, თუ თქვენი იდეის ფართოდ გავრცელება გსურთ, უნდა მოძებნოთ არა ის პირი, ვისაც ბევრი მიმდევარი ჰყავს, არამედ ადამიანთა წრე, რომელთაც ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ. მათი ურთიერთობა ბევრად ნამდვილი და დამაჯერებელი იქნება, ვიდრე ის სიტუაცია, რომელსაც სელებრითების სოციალურ არხებზე ვხედავთ.
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა


კომენტარები