გიორგი კეკელიძე ერეკლე კუხიანიძეს "პასუხობს"
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს "პასუხობს".
"მეგობრებო!
გუშინ ოძისში, ჟურნალისტები მეორე კითხვად აუცილებლად მაგებებდნენ: ვიღაც გლანძღავდა და რას იტყვითო. მლანძღველი იგივე აღმოჩნდა, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს უწუნებდა საქციელს. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე და იმ კაცზე ლაპარაკს არც ახლა ვაპირებ.
სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ:
რასაც ვაკვირდები, მეგობრების თუ ნაცნობების შეშფოთება და შიში, ვინც მართლა იმ საქართველოსთვის იბრძვის, ილიას და ვაჟას რომ სურდათ, სულ ერთგვარია: ვაიმე, იმან ნახე რა დაწერა? ის საშიში კაცია!
ეს არის ყველაზე ცრუ და მავნებელი შფოთვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეშინებულთა შორის, სამწუხაროდ, რაღაცნაირად აწყობდეს კიდეც წამოსატირებლად — "ბნელებს მიაქვთ ეს ქვეყანა" და ვინ ბნელებს? იმ თხუთმეტ ადამიანს, ვინც ერთმანეთის შესაგულიანებლად საბჭოთა კავშირზე ბალადებს მღერიან და არსენალში ფსკერზე მოლივლივე სიტყვები აქვთ? ეს შიში, პირველ ყოვლის, იმ დიდ, ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, ამ გონებადაბინდული ხალხის უკან რომ ჩასაფრებულა. სულ ასე თამაშობდა — კი, თქვენ მართლები და ჭკვიანები ხართ, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრი!
არ ხართ! ძალიან, ძალიან ცოტა ხართ!
მე და ჩემი გუნდი კვირაში ხუთ სოფელს მაინც ვსტუმრობთ და იქ დიდი სიყვარულით მართლა ბევრი ხალხი გვხდება, მშრომელი ხალხი სულ სხვა განცდით. ყოველდღე ასობით მოსწავლე მწერს ბიბლიოთეკის მოწყობის თხოვნით. უამრავი ახალგაზრდა იდგა გუშინ ოძისის აქციაზე და მინდა ზუსტად იცოდეთ, რომ ბევრი ვართ აქეთ! და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით! აქეთ ანუ იმ საქართველოს მხარეს, რომელსაც კრემლისთვის ზურგი აქვს შექცეული და იმ მომავლისკენ იყურება, სადაც ძლიერი, დასავლური, თავისუფალი ქვეყანა მოჩანს. იყურება და შრომობს. ისინი ჩვენს გვერდით დგანან ან უფრო ზუსტად — ჩვენ ვდგავარ მათ გვერდით.
ეს ქვეყანა ძალიან ძველია. ძველი და პატარა. და ის, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან თანხმდება, ნიშნავს რომ გადავრჩით და გადავრჩით ასე — სწორი გზით მავლები მაინც მეტი აღმოვჩნდებოდით ხოლმე.
არავითარი პოლიტიკური განზრახულობა მე არ მაქვს და არც მექნება, უზუსტესად ვიცი. ვერც ის არგუმენტი რომ "ხალხს ვუყვარვარ" გამოდგება ამის საცდური. შეიძლება ეს საქმე ვინმეზე უკეთ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ სხვაგან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს — წერა, წიგნები, კინო, ბიბლიოთეკა, სოფლებში ხეტიალი მომწონს. ვმუშაობ და ვიმუშავებ ისევ დილის ექვსიდან შუაღამემდე, რუტინულად და ჩუმად, მაგრამ იქ, სადაც, სამშობლოს დასჭირდება, აუცილებლად ამოვიღებ ხმას და ოთხი კრემლის ტროლი და ხუთი ტროლადშობილი ვერ შემაშინებს. მეტიც, მე მათთვისაც ვიმუშავებ და აგერ, დღეს სიტყვამ მოიტანა, თორემ არასდროს დავთვლი და მით უფრო არ გავრიყავ — ვეცდები ხელი გავუწოდო და ვუთხრა: ფრთხილად, მეგობარო, იქით — ორჯონიკიძეა, აქეთ — ჭავჭავაძე.
კარგ კვირას გისურვებთ", — წერს გიორგი კეკელიძე.
თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კუხიანიძის ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტები ქვეყნდება. ის აგინებს და დამამცირებლად მოიხსენიებს ოპოზიციის ლიდერებსა და ჟურნალისტებსაც. რამდენიმე დღის წინ მან შეურაცხმყოფელად მოიხსენია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც, რომელმაც აქციის დაშლისას პროტესტის მონაწილეებს ბიბლიოთეკაში თავის შეფარება შესთავაზა.
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა

კომენტარები