Klaus — ჯადოსნური საახალწლო ანიმაცია გრინჩებისთვის
ფოტო: Netflix
გვჯერა თუ არა, დღეს უკვე ყველას გვსმენია სანტა კლაუსის შესახებ, მაგრამ ოდესმე თუ დავფიქრებულვართ, თუ რა ამოძრავებს სანტა კლაუსს — რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ბავშვების საშობაო სიურპრიზებით გახარება ან სად შოულობს ყველასათვის საკმარის საჩუქარს?ნეტფლიქსის ახალი ანიმაციური ფილმი კლაუსი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.
თქვენი არ ვიცი და მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში გავიგე, რომ ჩემი სანტა კლაუსი სინამდვილეში დედაჩემი იყო: ბალიშის ქვეშ დამალული საჩუქარი მოუთმენლად რომ გამოვაძვრინე, მაშინ წამოსცდა დედას, შეფუთვა ვერ მოვასწარიო. თუმცა არ მწყენია: ჩემთვის უცნობი კაცის გემოვნების იმედად რომ არ ვყოფილიყავი, ისევ დედაჩემის მიერ საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქრები მერჩივნა.
განსაკუთრებულად არც ახალი წელი მიყვარს — მუდმივად დამღლელ, იმედგაცრუებულ დღეებთან ასოცირდება. ერთი შეხედვით საახალწლო სენტიმენტებისგან სრულიად დაცლილი განწყობის მიუხედავად, ამ ანიმაციამ მაინც მოახერხა, რომ ყველაზე გულჩვილი, დღესასწაულით აღტკინებული ბავშვივით მიმედევნებინა თვალი ეკრანზე გაცოცხლებული ამ ჯადოსნური ზღაპრისთვის.
ანიმაციის რეჟისორი ცნობილი ესპანელი ხელოვანი, სერხიო პაბლოსია, რომელსაც მანამდე ისეთი ცნობილი ანიმაციების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა ჰერკულესი, ტარზანი და რიო. სერხიო პაბლოსმა, რომელიც მანამდე დისნეისთან თანამშრომლობდა, ნეტლიქსის პირველი ანიმაციური ფილმი ტრადიციული, 2D ტექნიკით შექმნა და თავისი ესთეტიკით ბევრს სწორედ დისნიეს ადრინდელ, უკვე კლასიკურ სურათებს მოაგონებს.
მართალია, ანიმაციის შექმნის ტექნიკა სრულიად თანამედროვე არ იყო (თუმცა, ამის გამო ის კიდევ უფრო დასაფასებელია), მაგრამ მასში მოთხრობილი ისტორია ნამდვილად ინოვაციურია. ჯერ მარტო სანტას პერსონაჟი რად ღირს — ყველასთვის კარგად ნაცნობი კეთილი მოხუცის ნაცვლად ჯმუხი პერსონაჟი გვხვდება, რომელიც თავიდან სიმპათიის ნაცვლად შიშს უფრო იწვევს მაყურებელში.
სანტასთან ერთად, ჩვენი მოლოდინებისგან სრულიად განსხვავებულია მისი საცხოვრებელი ადგილიც: ყველაზე პოპულარული ლეგენდის მიხედვით წარმოდგენილი ლაპლანდიის ნაცვლად, სადაც ირმები დაფრინავენ და ელფები საჩუქრებს ფერადი ქაღალდებით ფუთავენ, გამოგონილი კუნძულის, სმირინსბურგის ყოველდღიურ ცხოვრებას ვეცნობით, სადაც ყველაფერი ხდება კეთილშობილური ჯადოსნობის გარდა — ორი დაპირისპირებული კლანი მუდმივად იმას ცდილობს, რომ მოწინააღმდეგეს რაიმე ავნოს, რაც ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ხაზია მთელს სიუჟეტში.
სწორედ ამ ორომტრიალში აღმოჩნდება ანიმაციის მთავარი გმირი ჯასპერი, რომელიც მისდა უნებურად არა მხოლოდ ამ ქალაქის ცხოვრებას, არამედ ჩვენს მთელ რიგ წარმოდგენებსაც მთლიანად ამოაყირავებს. ჯასპერი — მდიდარი მამის გაზულუქებული, ზარმაცი და პატივმოყვარე შვილი ერთხელაც აღმოაჩენს, რომ თუ მოინდომებს, რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლაც შეუძლია. მაგალითად, სკოლას, რომელიც უფუნქციობის გამო თევზების სასაკლაოდაა გადაქცეული, კვლავ პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. და თან ეს ისე შთამბეჭდავადაა აღწერილი, რომ ყურების დროს გულუბრყვილოდ გინდება საკუთარი ეგოისტური მიზნები გადააფასო და რაღაც უფრო დიდებულისთვის დაიწყო ბრძოლა.
როგორც უკვე აღვნიშნე, კლაუსი სანტა კლაუსის შექმნის ლეგენდის ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს, რომელშიც განსაკუთრებულად საინტერესო ერთი დეტალია: ეს ანიმაცია მხოლოდ ერთი ჯადოსნური არსების მისტიკური უნარებისა და კეთილი ზრახვების შესახებ კი არ მოგვითხრობს, არამედ იმ საერთო შრომით მიღებულ საერთო შედეგს გვაჩვენებს, რაც ადამიანების ერთიანმა სურვილმა და მონდომებამ შექმნა.
განსაკუთრებული წვლილი კი ამ გოგოს, საამის ხალხის პატარა წარმომადგენელს მიუძღვის, რომელიც თუნდაც იმ ერთადერთ მიზეზადაც კი კმარა, რომ ამ ანიმაციას უყუროთ და დაუვიწყარ სამყაროში იმოგზაუროთ.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა








კომენტარები