2010-იანი წლების 10 საუკეთესო მიმი
მიმი კულტურული ინფორმაციის ფრაგმენტია, რომელიც წარწერის, ფოტოსა თუ ვიდეოს სახით, ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა.
მართალია მისი ისტორია ჯერ კიდევ 1976 წლიდან იწყება, თუმცა, ამ სტატიაში ბოლო წლების ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად ძალიან სახალისო მიმებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ნახეთ 2010-იანი წლების 10 საუკეთესო მიმი:
1. ყველაფერი რიგზეა
მიმი, რომელიც ვებკომიქსების სერია Gunshow-დან არის აღებული, 2013 წლის იანვარში გავრცელდა. ის როგორც წესი იმ სიტუაციის აღსანიშნავად გამოიყენება, როცა ჩვენს თავს გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ვარწმუნებთ, რომ ყველაფერი რიგზეა.
ხანძარში მჯდომი ძაღლის სულიერი მდგომარეობა უამრავი ადამიანისთვის სრულიად გასაგები აღმოჩნდა.
2. იგნორი
ეს ორი ფოტო ერთსა და იმავე დროს იყო პოპულარული. ვიღაცამ ისინი ერთმანეთს დაუკავშირა და მივიღეთ მიმი, რომელსაც იმედგაცრუების და ღალატის აღსანიშნავად ვიყენებთ, რასაც მეორე მხრიდან დაბნეულობა ან იგნორი მოჰყვება ხოლმე.
3. გაფანტული შეყვარებული
მიმად ქცეული ფოტო, სადაც შეყვარებულთან ერთად გამოსახული ბიჭი მზერას სხვა გოგოსკენ აპარებს, ყველას გინახავთ. მოგვიანებით ისიც კი გაირკვა, რომ ფოტოსესიაში მონაწილე პერსონაჟებს იმაზე დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე ამ ფოტოზე ჩანს.
4. კაცი, რომელიც თვალებს ახამხამებს
ინტერნეტს თუ აქტიურად იყენებთ, ოდესმე აუცილებლად შეამჩნევდით კაცის მიმს, რომელსაც გაკვირვებული სახე აქვს და თვალებს ახამხამებს — მიმს ძირითადად მაშინ ვიყენებთ, როცა რაიმე მოვლენის მიმართ გაკვირვება გვინდა გამოვხატოთ.
ცნობილი მიმის რეალურ პერსონაჟს კი დრიუ სკალონი ჰქვია, რომელიც ერთ-ერთი ვიდეო სტრიმში ვიღაცის უცნაური სვლით იყო განცვიფრებული.
ბიჭი საკუთარ პოპულარობას დღეს კეთილი მიზნებისთვის იყენებს და ინტერნეტის მომხმარებლებს გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანებისათვის შემოწირულობის გაკეთებას სთხოვს.
5. სპაიდერმენი და სპაიდერმენი
ეს არის ილუსტრაცია სპაიდერმენის 60-იანი წლების ანიმაციის ერთ-ერთი ეპიზოდიდან, სადაც სუპერგმირის კოსტიუმში გამოწყობილი ორი პერსონაჟი ერთმანეთზე მიუთითებს.
2012 წლიდან დღემდე კი აქტიურად გვხვდება მიმების სახით, სადაც სხვადასხვა სასაცილო წარწერებია გაკეთებული.
ერთმანეთზე გადაბრალება, მითითება მიმბაძველობაზე, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა — ეს იმ სიტუაციების მცირე ჩამონათვალია, რომლის განსახიერებადაც ინტერნეტში ეს მიმი იქცა.
6. კითხვისნიშნებიანი კაცი
დაბნეული ახალგაზრდა კაცი ცნობილი კითხვისნიშნებიანი მიმიდან სინამდვილეში NBA-ის კალათბურთელი ნიკ იუნგია.
კადრი მაშინ გავრცელდა, როცა იუთუბერმა კასი ათენამ ვიდეო ატვირთა, რომელიც სპორტსმენის ცხოვრებიდან სხვადასხვა საინტერესო მომენტებს ასახავს. კონკრეტულად ამ მიმში კი ნიკის უკმაყოფილებას დედამისის კომენტარი იწვევს — დედამ ეუბნება, რომ ახაგაზრდობაში ნამდვილი მასხარა იყავიო.
7. ძაღლი
ეს არის შიბა ინუს ჯიშის ძაღლის ფოტო, რომელიც 2013 წლიდან გახდა პოპულარული და რომლის მიმების ავტორებიც ძირითადად მასზე სახალისო წარწერებს ათავსებენ.
ფოტო სადაც დივანზე წამოკოტრიალებული ძაღლი ზის, რომელსაც მოუსვენარი გამომეტყველება აქვს, ინტერნეტში პირველად იაპონიის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელმა ატვირთა.
დღეს კი დოგოს ფოტო მიამიტური პირდაპირობის, სარკაზმისა და თვითირონიის გამოსახატად ერთ-ერთი საუკეთესო მიმია.
8. ელმოს აღზევება
ელმო ამერიკული საბავშვო სატელევიზიო შოუს სეზამის ქუჩა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.
2015 წელს კი ინტერნეტში ეს მიმი გამოჩნდა, სადაც ცეცხლის ფონზე ხელებ აღმართული ელმო ჩანს — წითელი თოჯინას სახალისო მიმი სხვისი წარუმატებლობით გამოწვეულ ჩვენს აღზევებასა და სიხარულს გამოხატავს.
9. დამცინავი სპანჯბობი
სპანჯბობი ყველასათვის საყვარელი ანიმაციური სერიალის ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი-ს მთავარი პერსონაჟია. ეს სახალისო, დამცინავი მიმი კი კარგად გამოსახავს პერსონაჟის მოუსვენარ ხასიათს და ზოგჯერ ჩვენს განწყობასაც სხვების მიმართ.
ილუსტრაცია 2012 წელს გამოსული ეპიზოდიდან Little Yellow Book გავრცელდა, სადაც სპანჯბობი მოკაკანე, სულელი ქათმის იმიტირებას აკეთებს.
10. უხერხული მზერა
ეს მაიმუნი კი იაპონური სატელევიზიო შოუს პერსონაჟია. ამ მიმის ავტორმა სწორედ საბავშვო შოუს ერთ-ერთი ეპიზოდიდან აიღო ეს ორი ფოტო და მათი შეერთებით უხერხული, დაძაბული ან დამაბნეველი სიტუაციის გამომსახველი მიმი შექმნა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები