დისნეი მაყურებელს აფრთხილებს, რომ ცნობილი ანიმაციები დისკრიმინაციულ დეტალებს შეიცავს
ფოტო: Disney
უოლტ დისნეის კომპანიამ, რომელიც ასევე მფლობელია კიდევ ისეთი ცნობილი კომპანიების, როგორებიცაა Pixar, Marvel Studios და 20th Century Fox, 12 ნოემბერს ახალი სტრიმინგ პლატფორმა Disney+ აამოქმედა, რომელიც ნეტფლიქსის მსგავსად მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში თავმოყრილი მრავალი ფილმი და სერიალი იხილონ.
ახალ პლატფორმაზე მრავალფეროვან არჩევანს შორის, რაღა თქმა უნდა, მაყურებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია დისნეის ყველა ცნობილი ანიმაციური ფილმი. თუმცა, კომპანია ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: გასულ საუკუნეში შექმნილი რამდენიმე პოპულარული მულტფილმი ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის შესახებ დისკრიმინაციულ ელემენტებს შეიცავს.
მაგალითად, 1941 წლის საკულტო ანიმაციაში დამბო გვხდება ერთი პერსონაჟი ყვავი, რომელსაც ჯიმ ქროუ ჰქვია, ამ სახელით კი რასობრივი სეგრაგაციის დროს ამერიკაში შავკანიან კაცებს მოიხსენიებენ. მსგავსი დეტალების შემცველ ანიმაციურ ფილმებს Disney+-ზე წინასწარი გაფრთხილების ტექსტი ახლავს: "ეს პროგრამა წარმოდგენილია თავისი პირვანდელი სახით და შესაძლოა, შეიცავდეს მოძველებულ კულტურულ წარმოდგენებს".
მსგავსი გაფრთხილების ქვეშ მოექცა კიდევ ცნობილი მულტფილმები პიტერ პენი და ჯუნგლების წიგნი. ბევრისგან გასაოცრად, ჯერ გაფრთხილების ტექსტი წინ არ უძღვის ისეთ ანიმაციებს, როგორებიცაა ურჩხული და მზეთუნახავი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, პოკაჰონტასი და მულანი, რომლებიც ასევე საკმაოდ ცნობილ კულტურულ, სოციალურ და რასობრივ სტერეოტიპებს შეიცავენ.
ფოტო: Disney
დისნეის ეს გადაწყვეტილება ბევრმა დადებითად შეაფასა, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია და შემდეგში უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. მაგალითად, იგივე შემთხვევაში კომპანია Warner Bros-ი მსგავს გაფრთხილებას იყენებს: "ეს ანიმაციები, შესაძლოა, შეიცავდეს სხვადასხვა მცდარ ეთნიკურ თუ რასობრივ წარმოდგენებს, რომლებიც ერთ დროს ამერიკულ საზოგადოებაში გავრცელებული იყო. მსგავსი წარმოდგენები მაშინაც და ახლაც მცდარი და არასწორია. მათ უცვლელი სახით გიჩვენებთ, რადგან სხვაგვარად შეიძლება საკამათო გახდეს, მსგავსი სტერეოტიპები საერთოდ არსებობდა თუ არა."
ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის წინამძღოლმა, გეილ ვალდიმ: "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მჭიდროდაა დაკავშირებული რასიზმის, კოლონიალიზმისა და სექსიზმის ისტორიასთან, ამიტომაც მსგავსი შემთხვევები დაგვეხმარება, რომ სათანადო კითხვების დასმა დავიწყოთ."
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები