ევროპის 10 ისტორიული ადგილი, რომელიც დღეს სულ სხვანაირად გამოიყურება
გასულ საუკუნეში, უფრო კონკრეტულად კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ევროპა სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა.
იყო დრო, როცა განვითარებული, მშვიდი და პროგრესული დასავლეთი, ცეცხლში, გაჭირვებასა და საბრძოლო ტექნიკის ხმაურში იყო გახვეული.
დღევანდელი გადმოსახედიდან კი ნამდვილად საინტერესოა ევროპის 10 ისტორიული ადგილი, რომელიც ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურება:
1. ფოშის ავენიუ, საფრანგეთი
ფოტო: nwolpert
1940 წლის 14 ივნისს გერმანულმა ჯარებმა პარიზი დაიკავეს. პირველი ფოტო ფოშის ავენიუზე გერმანიის 30-ე დივიზიის აღლუმს ასახავს.
2. პეტერგოფის სასახლე, რუსეთი
ფოტო: SergeyLarenkov
კადრში ხედავთ 1941 წელს რუსეთში განვითარებულ მოვლენას. უფრო კონკრეტულად კი პეტერგოფის დამწვარ სასახლეს ნაცისტების შემოსევისას.
დღეს სასახლე აღდგენილია და აქტიურად მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს.
3. ჟნინის კინოთეატრი, პოლონეთი
ფოტო: Filip
ეს შენობა კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით გერმანელებმა ჟნინის კინოთეატრად აქციეს.
4. ნორმანდიის სანაპირო
ფოტო: Lena
პირველი ფოტო ნორმანდიის სანაპიროზე დატყვევებულ გერმანელ ჯარისკაცებს ასახავს იქამდე, სანამ მათ ინგლისში გაუშვებდნენ.
5. ქალაქი შერბურ-ოქტევილი, საფრანგეთი
ფოტო: Hegemonus
1944 წელია, ქალაქის ცენტრში კი ამერიკული საბრძოლო ტექნიკაა მობილიზებული. დღეს ეს ადგილი რიგითი ფრანგული ქუჩაა, სადაც ლამაზი არქიტექტურის შენობებია წამოჭიმული.
6. კონკორდის მოედანი, პარიზი
ფოტო: nwolpert
1944 წლის აგვისტოს პარიზი გათავისუფლებას მოკავშირეების ჯარებთან ერთად აღნიშნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ქალაქი დათმეს, მათი შემორჩენილი სნაიპერები სხვადასხვა შენობის სახურავიდან ჯერ კიდევ უქმნიდნენ საფრთხეს მოქალაქეებს.
7. ბერნერ-სურ-მერის სადგური, საფრანგეთი
ფოტო: Lena
ეს ფოტო 1944 წელსაა გადაღებული და დატყვევებულ გერმანელ ჯარისკაცებს ასახავს, რომლებიც ბერნერ-სურ-მერის სადგურზე მატარებელს ელოდებიან.
სამოგზაუროდ დღეს ეს ადგილი ერთ-ერთი პოპულარული დანიშნულების ადგილია ტურისტებისთვის.
8. აახენის კათედრალი, გერმანია
ფოტო: nwolpert
ეს ორი ფოტო აახენის ისტორიულ კათედრალს ორ სხვადასხვა დროს ასახავს.
პირველი ფოტო მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წლის 14 ივნისს არის გადაღებული, როცა ქალაქს ბომბავდნენ.
კათედრალის განადგურებულ გუმბათებს საბოლოო რესტავრირება კი 1978 წელს ჩაუტარდა და დღესაც ძველებურად დიდებულად გამოიყურება.
9. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ფოტო: nwolpert
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ოდესღაც ასევე იყო მეორე მსოფლიო ომის ქაოსში გახვეული.
შეგახსენებთ, რომ კათედრალში, რომელიც ფრანგული გოთიკური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, 2019 წლის 15 აპრილს ხანძარი გაჩნდა.
10. პარიზის ოპერა
ფოტო: nwolpert
პარიზის ოკუპაციის პერიოდში გერმანელებმა ქალაქის ოპერა საკუთარი სიმბოლოებით, სვასტიკებით გააფორმეს და ბერლინის ფილარმონიის თანხლებით, არაერთი კონცერტიც გამართეს.
იგივე ოპერა გარნიე 2 200 მაყურებელს იტევს და თავისი ნეობაროკოს სტილის არქიტექტურით, რომელიც შარლ გარნიეს მიერაა დაპროექტებული, დღემდე ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობად ითვლება.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები