LEAF-მა რიგით მეორე საერთაშორისო განათლების გამოფენას უმასპინძლა
ფოტო: LEAF
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
გამოფენაზე სხვადასხვა კონტინენტებიდან 24 უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი. აქედან 6 უნივერსიტეტის მოწვეული წარმომადგენელი და LEAF-ის განათლების კონსულტანტები სტუდენტებს ინფორმაციას უზიარებდნენ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამების შესახებ და ახალგაზრდების კითხვებზე ამომწურავ პასუხებს სთავაზობდნენ.
მარიამ მაღლაკელიძე, სტუდენტი:
გამოფენაზე იმ მოლოდინებით და იმედით მოვედი, რომ ახალს, საინტერესოს და ჩემთვის "შესაფერისს" აღმოვაჩენ, რადგან უცხოეთში განათლების მიღების იმაზე მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე ქვეყნის შიგნით. კარგია, რომ არსებობს ბევრი ისეთი ქვეყანა, სადაც დაფინანსების მოპოვების საშუალება არსებობს და საერთაშორისო ასპარეზზე შეგვეძლება ჩვენი თავი ვიპოვოთ, გამოვავლინოთ, ვისწავლოთ, რაღაცები შევქმნათ და ა.შ. ყველაზე მეტად დამაინტერესა ამერიკის უნივერსიტეტმა, რადგან ჩემთვის პირადი სუბიექტური შეხედულებების გამო, ამერიკისკენ მიმიწევს გული. ზოგადად, იდეა და თვითმიზანი აქ თავშეყრის ძალიან მომწონს.
ფოტო: LEAF
ალექსანდრე სმოევი, სტუდენტი:
Leaf-ის შესახებ On.ge-დან გავიგე. ჩემი მოლოდინები ამ გამოფენაზე ყველაფერი შესრულდა. შევხვდი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ჩემთვის საინტერესო კითხვები დავუსვი. განსაკუთრებით მარკეტინგი მაინტერესებდა და ამის გარშემო ტრიალებდა ჩემი ინტერესი. დუბაის უნივერსიტეტი იყო ძალიან კარგი.
ფოტო: LEAF
გამოფენაზე შემდეგი უნივერსიტეტები იყვნენ წარმოდგენილნი:
- მიდლსექსის უნივერსიტეტი;
- EU ბიზნეს სკოლა;
- პადოვას უნივერსიტეტი;
- TIO-ს უნივერსიტეტი;
- ვიტენბურგის უნივერსიტეტი;
- ვილნიუსის უნივერსიტეტი;
- KTU - Kaunas University of Technology;
- MRU - Mykolas Romeris University;
- Schiller International University;
- IUBH University of Applied Sciences;
- European School of Economics;
- Rotterdam University of Applied Sciences;
- Solbridge International School of Business;
- Saxion University of Applied Sciences;
- Budapest Metropolitan University;
- Riseba University;
- Quasar Institute for Advanced Design;
- LUISS Business School;
- Webster University;
- State University of New York - Oswego;
- BAU International University Washington D.C.;
- Oregon State University;
- Marshall University;
- University of South Florida.
ამ უნივერსიტეტების არჩევის შემთხვევაში, LEAF სტუდენტებს აპლიკაციის შევსებაში უფასო დახმარებას ჰპირდება.
გივი გუნცაძე, LEAF-ის გენერალური დირექტორი:
ჩვენი ორგანიზაცია გამოფენას მეორედ ატარებს, ჩვენი მიზანია მეტ მოსწავლეს მივაწოდოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ - იქნება ეს დაფინანსების პროგრამები, მოკლეხნიანი კურსები თუ სრუფლასოვანი საუნივერსიტეტო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ ქართველი ახალგაზრდები არ არიან საკმარისად ინფორმირებულები, რადგან ბევრი შესაძლებლობაა იმის, რომ საზღვარგარეთ წავიდეს მოსწავლე და საკმაოდ მისაღებ ფასებში ისწავლოს, ან მიიღოს დაფინანსება, მათ შორის სრული. ამ განათლების გამოფენის მიზანია სწორედ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ უნივერსიტეტების წარმომადგენლების მეშვეობით და ჩვენი განათლების კონსულტანტების დახმარებით.
ფოტო: LEAF
LEAF-ის შესახებ
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს ინგლისურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.
LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ.
ფოტო: LEAF
LEAF-ის სერვისები
განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.
კონსულტაციების დეპარტამენტს უძღვება გიორგი ჩავლეიშვილი, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს College Counseling-ში და მისი დახმარებით სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ასობით მოსწავლე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები