ჯონ მალკოვიჩმა ცნობილი ადამიანების ისტორიული ფოტოები გააცოცხლა
ფოტო: Sandro Miller / Arthur Sasse
სანდრო მილერი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელსაც 2013 წელს უცნაური იდეა მოუვიდა თავში: როცა მის სხეულში აღმოჩენილ კიბოს ებრძოდა, ყველა იმ ცნობილ ფოტოგრაფსა თუ მათ მიერ გადაღებულ ისტორიულ ფოტოებზე ფიქრობდა, რომლებმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მის შემოქმედებაზე წარუშლელი კვალი დატოვეს.
"როცა მკურნალობისას ძირითადად საწოლში ვიწექი, თვალების ყოველი დახუჭვისას ეს სურათები ჩემთან მოდიოდნენ, რადგან ისინი მეტისმეტად კარგად მქონდა აღბეჭდილი ჩემს გონებაში", - იხსენებს ფოტოგრაფი. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ამ ფოტოებისთვის ახალი ხორცი შეესხა.
სანდრო მილერს სურდა, რომ ერთ ადამიანს გაეცოცხლებინა მისთვის საყვარელი ყველა ის ცნობილი კადრი. თავიდან არჩევანის გაკეთებისას მსახიობებ შონ პენზე ან უილემ დეფოზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება ჯონ მალკოვიჩის სასარგებლოდ მიიღო, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და მანამდეც ეთანამშრომლათ ერთად.
ისეთი ცნობილი მსახიობი, როგორიც ჯონ მალკოვიჩია, შეიძლება დაითანხმო კიდეც ასეთ შემოთავაზებაზე და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მცირე დროც გამონახოს ამისთვის, მაგრამ ეს ფოტოსესია სხვა მხრივაც წარმოადგენდა დიდ სირთულეს: მილერს დეტალურად უნდა აღედგინა ცნობილი ფოტოების თითოეული დეტალი, რასაც მაკიაჟის, ტანსაცმლის, გარემოსა თუ განათების უზუსტესად გათვალისწინება სჭირდებოდა.
თუმცა, ამ ორმა მეგობარმა მაინც მოახერხა და დასახულ მიზანს თვალისმომჭრელი წარმატებით მიაღწია: სანდრო მილერის ფოტოობიექტივში ჯონ მალკოვიჩმა ერთნაირი ოსტატობით გააცოცხლა აბრაამ ლინკოლნისა თუ მერლინ მონროს ცნობილი ფოტოები. ახლა სწორედ ამ ფოტოების ორიგინალთან შედარებას გთავაზობთ, რათა თავად დარწმუნდეთ რა უბადლო იუმორის პატრონია ჯონ მალკოვიჩი.
სანდრო მილერი / ალბერტ უოტსონი - ალფრედ ჰიჩკოკი (2014-1973)
ფოტო: Sandro Miller / Albert Watson
სანდრო მილერი / ვიქტორ სკრებნესკი - ბეტი დევისი (2014-1971)
ფოტო: Sandro Miller / Victor Skrebneski
სანდრო მილერი / იუსუფ ქარში - ერნესტ ჰემინგუეი (2014-1957)
ფოტო: Sandro Miller / Yousuf Karsh
სანდრო მილერი / ბერტ შტერნი - მერლინ მონრო (2014-1962)
ფოტო: Sandro Miller / Bert Stern
სანდრო მილერი / ალბერტო კორდა - ჩე გევარა (2014-1960)
ფოტო: Sandro Miller / Alberto Korda
სანდრო მილერი / დაიანა არბუსი - იდენტური ტყუპები (2014-1967)
ფოტო: Sandro Miller / Diane Arbus
სანდრო მილერი / ფილიპე ჰალშმენი - სალვადორ დალი (2014-1954)
ფოტო: Sandro Miller / Philippe Halsman
სანდრო მილერი / დოროთი ლენგი - მიგრანტი დედა (2014-1936)
ფოტო: Sandro Miller / Dorothea Lange
სანდრო მილერი / ენი ლეიბოვიცი - ჯონ ლენონი და იოკო ონო (2014-1980)
ფოტო: Sandro Miller / Annie Leibovitz
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები