რატომ არ ვწყვეტთ პლასტმასის წყლის ბოთლების გამოყენებას
უკვე საყოველთაოდ ცნობილია, თუ რას უშვრება პლასტმასის ნარჩენები ჩვენს პლანეტას. თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო ადამიანები წყლის პლასტმასის ბოთლებით ყიდვას მაინც განაგრძობენ.
ფოტო: Jan-Otto / Getty
თუ საკვებ-სასმელის ინდუსტრიაში გსურთ ძალების მოსინჯვა, შეგიძლიათ, უბრალოდ, ბოთლში წყალი ჩამოასხათ და გაყიდოთ - დიდი შანსია, რომ ამ გზით კარგადაც იხეირებთ. ულიმიტო რაოდენობით ონკანის წყლის თვიური გადასახადი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ოთხ ლარზე ნაკლებია. წყლის ერთლიტრიანი ბოთლი კი ერთ ლარამდე ღირს.
საზოგადოება სულ მეტად ინფორმირებული ხდება ინდუსტრიის მიერ პლანეტისთვის მიყენებულ ზარალზე, რაც იმის საყოველთაო განცდას ბადებს, რომ დროა, რაღაც შეიცვალოს. ამის მიუხედავად, ბოთლებში ჩამოსხმული წყლის წარმოება ასეთი მომგებიანი არასოდეს ყოფილა. მაგალითად, ბრიტანეთში პლასტმასის ბოთლების გაყიდვა ყოველწლიურად 7-8 პროცენტით მატულობს. კვლევითი ცენტრის, ნილსენის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ამ ქვეყნის მოსახლეობამ 2.2 მილიარდი ლიტრის ოდენობის ბოთლის წყალი შეიძინა. ამ რაოდენობის ბოთლების ერთ ადგილზე დატევას 514 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი დასჭირდება.
გარემოს დამცველ აქტივისტებს ვერაფრით ამოუხსნიათ ის ფენომენი, როცა სასმელად გამოსადეგი ონკანის წყლის მქონე ქვეყნებში, რომელთა რიგში საქართველოცაა, სულ უფრო მეტი ბოთლებში ჩამოსხმული წყალი იყიდება. "ეს ფაქტი წარმოუდგენლად მაოცებს", - ამბობს არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, Greenpeace-ის პოლიტიკური მრჩეველი და ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასას შემცირებაზე მომუშავე აქტივისტი, სემ ჩეტან-უოლში, - "საზოგადოება ამ საკითხში ასე გათვითცნობიერებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ შეტყობინება მაინც ვერ აღწევს საჭირო რაოდენობის ადამიანის ყურამდე".
ფოტო: iStock / Getty
თუმცა, როცა კი აღწევს, ის, მართლაც რომ, შთამბეჭდავია ხოლმე. გარდა იმისა, რომ ინდუსტრია წარმოებისა და ტრანსპორტირების ეტაპებზე აურაცხელი ოდენობის ნამარხ საწვავს იყენებს, ამასთან, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები ჩვენს ქალაქებსა და ზღვებსაც აბინძურებს. მაგალითად, დოკუმენტური სერიალის, ლურჯი პლანეტა II, 2017 წელს გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ კვებავენ ალბატროსები პლასტმასის ფრაგმენტებით თავიანთ ბარტყებს და როგორ შეიძლება, რომ დელფინის რძეც კი მოიწამლოს.
აქტივისტები ამ კადრებს იმ გარდამტეხ მომენტად აღიქვამენ, რომლის მერეც ერთჯერადი პარკების, საწრუპებისა და ყავის ჭიქების წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მაგრამ ჩეტან-უელშის აზრით, ბოთლში ჩამოსხმული წყლის პოპულარობა უნიკალური და მრავლისმთქმელი ფენომენია: "თუ ასეთი სრულიად არასაჭირო პროდუქტი კვლავ განაგრძობს არსებობას, ეს იმის მანიშნებელია, რომ გარემოსდაცვითი სისტემა კარგად არ მუშაობს", - ამბობს ის.
თუმცა, სასურველი შედეგის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია და რაღაც ძვრები უკვე შეიმჩნევა. მაგალითად, იმავე ბრიტანეთში 2018 წლის ნოემბერში გაყიდვებმა 7 პროცენტით მოიმატა, წინა წელს კი ზრდა 8-პროცენტიანი იყო.
ფოტო: Paul Tomlins / Eye Ubiquitous / Getty
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას გარემოს დაცვის გამო თავს ანებებს, სხვები მათ ყიდვას სულ უფრო მეტი მონდომებით აგრძელებენ. ამ ტენდენციას ისიც უწყობს ხელს, რომ ბოლო დროს თანამედროვე მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმ სიკეთეებზე, რაც წყლის სმას ჩვენი ჯანმრთელობისთვის მოაქვს. კვლევითი ცენტრი, კანტარი აცხადებს, რომ ადამიანები ონკანის წყლსაც სულ უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარენ.
ამ ყველაფრის შედეგად, გარემოში დაგროვილი პლასტმასის რაოდენობაც იზრდება. მწარმოებელი კომპანიები დაუღალავად იმეორებენ, რომ მათ მიერ გამოყენებული ბოთლები გადამუშავებადია. "მაგრამ შეგროვებული ბოთლების რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, 56 პროცენტის ტოლია. შესაბამისად, რეალურად გადამუშავებული ბოთლების რაოდენობა ამ მონაცემზე მცირე იქნება", - ამბობს ჩეტან-უელში. და, მართალია, ბოთლები გადამუშავებადები არიან, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა მათგანი მზადდება გადამუშავებული პლასტმასისგან. მაგალითად, მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანიამ, Highland Springs-მა იანვრიდან სტანდარტული ბოთლების მხარდახარ გადამუშავებული მასალისგან დამზადებული ეკო-ბოთლების გაყიდვაც დაიწყო; ევიანმა კი პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის მხოლოდ გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებს გამოიყენებს.
ჩეტან-უოლშს სჯერა, რომ პლასტმასის ბოთლების გაყიდვა უნდა აიკრძალოს. მსგავსი წესი რამდენიმე ადგილას უკვე მოქმედებს. გლასტონბერის ფესტივალის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ წყლის ბოთლები ამ ზაფხულს აღარ გაიყიდება. სან-ფრანცისკოს მმართველობამ მათი გაყიდვა ქალაქის საკუთრებაში მყოფ ადგილებსა და ღონისძიებებზე აკრძალა. ბრიტანეთის პარლამენტი გეგმავს, რომ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთებზე შეზღუდვები დააწესოს.
მუსიკის მოყვარულები გლასტონბერის დანაგვიანებულ ტერიტორიას ტოვებენ. 2017 წესლ ფესტივალზე დამსწრეებმა 1.3 მილიონი პლასტმასის ბოთლი მოიხმარეს.
ფოტო: Matt Cardy / Getty
გასაკვირი არაა, რომ ბოთლების მწარმოებლები მსგავს აკრძალვებს მხარს არ უჭერენ. ისინი ყურადღებას ჯანმრთელობის საკითხებზე ამახვილებენ. მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის, ჰეროგეიტის წყლების აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს კეინი, ამბობს, რომ "აკრძალვები შაქრიანი სასმელების მოხმარების ზრდას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ჭარბწონიანობის, დიაბეტის და კარიესის შემთხვევათა მომატებას შეუწყობს ხელს".
ბოთლის წყლის უმსხვილეს მწარმოებელთა ბრიტანული ასოციაციის, ბუნებრივი ჰიდრაციის საბჭოს გენერალური მენეჯერი, კინვარა ქერი იმ გამოკითხვის შედეგებს ციტირებს, რომელშიც ადამიანებს ეკითხებოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ, თუკი ბოთლის წყალი ხელმისაწვდომი აღარ იქნებოდა: "44 პროცენტი სხვა სასმელს შეიძენდა, რაც ძალიან ცუდია; 14 პროცენტი წყლის გარეშე ივლიდა ქუჩაში; 4,5 პროცენტმამა კი თქვა, რომ სასმელი წყლის შადრევნებს მოძებნიდა. ის, თუ რა არჩევანს გააკეთებს მოსახლეობა ასეთ დროს, მნიშვნელოვანია", - ამბობს ის.
რა მოხდება, თუ ქალაქებში სასმელი წყლის მეტი შადრევანი დაიდგმება, ხოლო ონკანის წყალი კაფეებსა და რესტორნებში უფრო ხელმისასწვდომი გახდება? ლონდონის მერი, სადიქ ხანი, წყლის მომმარაგებელ კომპანიასთან, თემზის წყალთან თანამშრომლობით ქალაქში ათობით ახალ შადრევანს ამონტაჟებს. მსგავს ინიციატივებს სხვაგანაც ვხვდებით. იქამდე, სანამ პლასტამსის მწარმოებელი ინდუსტრია იმაში დაგვარწმუნებდა, რომ ბოთლის წყლის გარეშე ვერ გავძლებთ, შადრევნები ურბანული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იყო.
მსოფლიოს გარშემო ქალაქებში სასმელი შადრევნების დამონტაჟებამ პრობლემის მოგვარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.
ფოტო: CBW / Alamy
მიუხედავად იმისა, რომ ბოთლის წყლის გაყიდვების ზრდის ტემპი ნელ-ნელა იკლებს, მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ბიზნეს-ხედვის ახალ ტრენდებსა და დამოკიდებულებებზე მორგება. არომატული წყლების ბიზნესი ჰყვავის - გაზიანი სასმელების გაყიდვები, კანტარის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, 20 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად კი ისეთი ბრენდები, როგორიც ევიანია, მაღალი ხარისხის მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებს ყიდიან.
მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მახვილგონივრულ მარკეტინგს საჭირბოროტო პრობლემის გადაფარვა შეუძლია; ცნობიერების ამაღლება იშვიათადაა ხოლმე საკმარისი. "მსგავსი აცდენა საზრუნავს, განზრახვასა და შეცვლილ ქცევებს შორის ყოველთვის არსებობს", - ამბობს კანტარის ანალიტიკოსი, გაილს ქვიკი, - "ამის საუკეთესო მაგალითი სამთავრობო კამპანია დღეში ხუთჯერ არის, რომელიც ადამიანებს მეტი ხილ-ბოსტნეულის ჭამისკენ მოუწოდებს. ბრიტანეთში ამ ინიციატივის შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი თუ მიჰყვება იქ გაწერილ რჩევებს". არადა, სანამ პლასტმასის ბოთლების გამოყენების აკრძალვა არ შევა ძალაში, თავად მომხმარებლებს ეკისრებათ არა მხოლოდ ცვლილების მოთხოვნა, არამედ - შესაბამისი ჩვევების გამომუშავებაც.
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
კომენტარები