გამგზავრებამდე გასათვალისწინებელი 10 რჩევა დამწყები მოგზაურებისთვის
ბედნიერი მოგზაურობის წინაპირობა წინასწარ კარგად მოფიქრებული პროცედურებია.
ფოტო: Travel and Leisure
თუ სამოგზაუროდ პირველად მიდიხარ (ან პირველად მიდიხარ მარტო), შეიძლება აღტაცებასთან ერთად აფორიაქებაც იგრძნო და თან გსდევდეს განცდა, რომ რაღაც გავიწყდება.
იმისთვის, რომ სანერვიულო მოგაკლდეს და მოგზაურობით დატკბე, ჩამოვწერეთ რამდენიმე პუნქტი, რომელზეც იქამდე უნდა იზრუნო, სანამ გამგზავრების თარიღი მოახლოვდება.
1. საბუთები
მოაგროვე ყველა საჭირო საბუთი — ბილეთები, სასტუმროს ჯავშანი, ბანკის ამონაწერი, დაზღვევა — ამობეჭდე და ზურგჩანთაში საიმედო ადგილას შეინახე. მესაზღვრეების განწყობას წინასწარ ვერ გამოიცნობ, თუმცა თუ მათ მოვალეობის შესრულებას მოწესრიგებული საბუთებით გაუმარტივებ, კეთილგანწყობას დაიმსახურებ.
გაითვალისწინე, რომ საქმის გამარტივების მიზნით დოკუმენტების ციფრული ვერსია შეიძლება გამოგადგეს. ამიტომ გადაუღე ყველა საბუთს სურათი და შეინახე ისინი მობილურში.
2. ამინდი
ამინდი ერთ-ერთი ის მთავარი პუნქტია, რომელზეც გამგზავრებამდე უნდა იფიქრო. სწორედ ამის მიხედვით უნდა შეარჩიო რას ჩაიცვამ მოგზაურობის დღეებში და ბარგიც შესაბამისი სამოსით უნდა გაავსო. ჰაერის ტემპერატურა წინასწარ AccuWeather-ზე ან The Weather Channel-ზე შეგიძლია შეამოწმო.
3. წელის ჩანთა
ნივთი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება მოგზაურობისას, წელის ჩანთაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბევრად სწრაფად მოძებნადია იქ მოთავსებული საფულე, პასპორტი, ბილეთი თუ სხვა ყოველდღიური ნივთები. მეორე მიზეზი, რაც მის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ, უსაფრთხოებაა — ზურგჩანთიდან შეიძლება ნივთები ისე ამოგაცალონ, რომ ამას ვერც მიხვდე, წელის ჩანთა კი სხეულის იმ მხარეს გაქვს მოთავსებული, სადაც თვალებია. ასე რომ მისი მოფრთხილებაც ბევრად უფრო მარტივია.
4. ინტერნეტი
უცხოეთში როუმინგი და ინტერნეტის სარგებლობა ქართული პროვაიდერით არც ისე იაფი დაგიჯდება, ამიტომ ამ პუნქტზეც წინასწარ უნდა იფიქრო და აუცილებელ ხარჯებში შეიტანო. თუ გამგზავრებამდე შეიძენ შენთვის საჭირო პაკეტს, უცხო ქალაქის ქუჩებში ვაიფაის დასაჭერად უმიზნო სიარული ნაკლებად მოგიწევს.
5. გუგლის რუკა
Google Map-ს ასეთი ფუნქცია აქვს — შეგიძლია წინასწარ მონიშნო ადგილები, რომლის ნახვაც უცხო ადგილას გსურს და ამ ადგილების რუკა მობილურში ჩამოტვირთო, შემდეგ კი ინტერნეტის გარეშეც გამოიყენო. ასე რომ, თუ რუკისთვის მეგაბაიტების დახარჯვა არ გსურს, შეგიძლია ეს რჩევა გამოიყენო. მეორე ვარიანტი ისაა, რომ ქუჩაში ნამდვილი ტურისტივით მოიქცე, ადგილობრივები გაიცნო და სასურველ ადგილამდე კითხვა-კითხვით მიაგნო. გააჩნია რამდენი დრო გაქვს და შედის თუ არა ახალი მეგობრების შეძენა შენს სამოგზაურო გეგმაში.
6. მობილურის მეხსიერება
მოგზაურების უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია ახალი ადგილის გაცნობა სურათების გადაღების გარეშე. თუ ყველა ნაბიჯის აღმოჩენების გადაღებას და ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მეგობრებისთვის გაზიარებას აპირებ, არ დაგავიწყდეს რომ მობილურის გადავსებული მეხსიერებით პრობლემები შეგექმნება.
7. ბარგი
სანამ ბარგს ჩაალაგებ, აუცილებლად გაეცანი აეროპორტის პოლიტიკას ბარგის წონისა და ზომის მიხედვით, თორემ საყვარელი ფეხსაცმლის დატოვება ან ფულის დამატება შეიძლება დაგჭირდეს.
8. ჯავშანი
თუ სახლში ან ჰოსტელში მიდიხარ, დაჯავშნისას ბინის პატრონს წინასწარ უნდა გაესაუბრო და თავი გააცნო. დადებითი კომუნიკაციის შემთხვევაში, შეიძლება უკან გამომგზავრების დღეს ბარგის ბინაში შენახვაზეც კი დაითანხმო.
9. ბარგის ჩაბარება
თუ ქალაქში დილით უნდა ჩაფრინდე და სახლში მისვლაში დროის დახარჯვა ან ქალაქის ჩემოდნით მოვლა არ გინდა, წინასწარ მოიძიე ბარგის ჩაბარების პუნქტები, შეარჩიე ყველაზე მოსახერხებელი ადგილი და მოგზაურობის პირველ დღეს იქეთ გაეშურე. იგივე სერვისი წამოსვლის დღესაც შეგიძლია გამოიყენო, თუ ბინის პატრონს ბარგის დღის ბოლომდე შენახვაზე ვერ დაითანხმებ.
10. შემოწმება
გადავწყვიტეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ბოლოსთვის შემოგვენახა. აუცილებლად წინასწარ გაეცანი აეროპორტში გასავლელ პროცედურებს და არც ერთი წამით დაუშვა, რომ აეროპორტში "ცოტა დაგვიანება მოსულა". გელოდება რეგისტრაცია, ბარგის ჩაბარება, უსაფრთხოების კონტროლის გავლა და ა.შ. იდეალურ შემთხვევაში აეროპორტში სამი საათით ადრე უნდა მიხვიდე, თუმცა აეროპორტების რეკომენდაცია მინიმუმ ორი საათია.
11. ბონუსი
თუ ერთი რეისიდან მეორე რეისამდე გადაჯდომაში დროის აეროპორტში მოკვლას გეგმავ და ინტერნეტში ძრომიალიც გინდა, შეგიძლია ნახო მსოფლიოს ყველა აეროპორტის WiFi-ს პაროლი ერთ რუკაზე და უფასოდ იმოგზაურო ინტერნეტში. ამისთვის აპლიკაციაც დაგჭირდება, რომელიც App Store-დან ან Google Play-დან შეგიძლია გადმოწერო.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
კომენტარები