სოციალური საცხოვრისის მერიის მართვაში გადასვლით ბენეფიციარების მდგომარეობა გაუარესდა — EMC
ფოტო: EMC
მას შემდეგ, რაც სოციალური საცხოვრისის მართვა თბილისის ააიპ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს დაევალა სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. EMC-ის ცნობით, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სოციალური საცხოვრისის სათანადოდ ფუნქციონირების საკითხიც.
კვლევაში ვკითხულობთ, თბილისის მერიამ, საცხოვრისში მცხოვრები პირების გადამოწმების პროცესი უსახლკარო პირისათვის სტატუსის მინიჭების ახლად შემუშავებული კრიტერიუმებით დაიწყო. ახალი კრიტერიუმები, EMC-ის ცნობით, არ ითვალისწინებს სოციალურ საცხოვრისში მყოფი პირების საცხოვრისის საჭიროების მრავალწლიან გამოცდილებას.
"ბევრ მათგანს უარი ეთქვა უსახლკაროს სტატუსის მინიჭებაზე მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის არარსებობის გამო, რაც შესაძლოა მუნიციპალური საცხოვრისის სერვისის შეწყვეტის საფუძველი გახდეს", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვლევის მიხედვით, ახალი ხელშეკრულებებით მინიმუმამდეა დაყვანილი ბენეფიციარი ოჯახისათვის საცხოვრისით გრძელვადიანი სარგებლობის გარანტია. ამის მიზეზია თბილისის მუნიციპალიტეტის თავშესაფრის უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება ცალმხრივად და დაუსაბუთებლად.
ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ბენეფიციარებისათვის გაუქმებულია მათი გაძლიერებისა და რესოციალიზაციისათვის არსებული გარანტიები, რაც სოციალური საცხოვრისების ფუნქციონირების წამყვანი კომპონენტებია.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თბილისის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს:
- გაძლიერდეს და განვითარდეს შვეიცარიის განვითარების ფონდისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის - სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში შექმნილი სერვისი და დაიბრუნოს მან სოციალური საცხოვრისის შინაარსი
- თბილისის მუნიციპალიტეტმა პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით ინტენსიურად დაიწყოს ფინანსური რესურსების მობილიზება სოციალური საცხოვრისის პროგრამის განვითარების მიზნით, რაც გულისხმობს ახალი საცხოვრისების მშენებლობას, მათ მართვას სოციალური საცხოვრისის კონცეფციის საფუძველზე.
2008-2012 წლებში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო პროექტის სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში განხორციელება. პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო გრძელვადიანი სოციალური საცხოვრისის ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, დევნილ და უსახლკარო მოსახლეობას, მათი გაძლიერებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები