კეპლერის მისიის დასასრული - ეგზოპლანეტების მაძიებელ ხომალდს საწვავი პრაქტიკულად ამოეწურა
ფოტო: NASA
პლანეტებზე მონადირე ხომალდს, რომლის მეშვეობითაც უცხო მზის სისტემებისა და ეგზოპლანეტების შესახებ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, საწვავი პრაქტიკულად ამოეწურა.
კეპლერი ამჟამად "ძილის" რეჟიმშია გადაყვანილი. მას ძალიან მცირე რაოდენობის საწვავი აქვს დარჩენილი, რასაც მეცნიერები ხომალდის დედამიწისკენ მომართვისა და მასზე არსებული ინფორმაციის გამოსაგზავნად გამოიყენებენ, ხომალდი ამ მანევრს 10 ოქტომბერს განახორციელებს.
რთულია ვარაუდი, თუ ზუსტად რა ოდენობის საწვავია დარჩენილი ხომალდზე. თუ 10 ოტომბერს შესრულებული მანევრის შემდეგ ხომალდის ბორტზე საწვავი კვლავ დარჩება კეპლერმა შეიძლება პლანეტებზე დაკვირვება გააგრძელოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
დედამიწაზე ან ნებისმიერ სხვა სხეულზე, რომელსაც საკმარისი მიზიდულობის ძალა აქვს საწვავის რაოდენობის გაზომვა მარტივია.
კოსმოსში, დარჩენილი საწვავის რაოდენობის გაზომვა ავზში არსებული სპეციალური ჰაერის ბუშტით ხდება - ავზში არსებული ბუშტი იბერება და საწვავს ძრავებისკენ დევნის, ბუშტში არსებულ წნევაზე დაკვირვებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი ხომალდში. თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ ნაწილობრივაა ეფექტური - როდესაც საწვავის რაოდენობა გარკვეულ ნიშნულს ჩამოცდება, ჰაერის ბუშტი საწვავის გარდა ავზის კედლებსაც აწვება, ეს კი გამოთვლებში უზუსტობებს იწვევს.
არსებობს ხომალდში საწვავის რაოდენობის გაზომვის სხვა საშუალებებიც, თუმცა ისინი კიდევ უფრო არაზუსტია. კეპლერის გუნდმა ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენა და მიღებული შედეგების შეჯამებით გაირკვა, რომ ხომალდში საწვავი პრაქტიკულად აღარ არის.
კეპლერის აღმოჩენები
ეგზოპლანეტების მაძიებელი ხომალდი ორბიტაზე 2009 წელს გაუშვეს და სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად მისია ძალიან წარმატებული გამოდგა. მისიის პირველ ნაწილში კეპლერმა ცის განსაზღვრულ რეგიონში 2 327 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
2012 წელს ხომალდს სერიოზული პრობლემები შეექმნა - ხომალდის ოთხი გიროსკოპიდან ორი მწყობრიდან გამოვიდა. გიროსკოპები ხომალდს სივრცეში ორიენტაციისთვის სჭირდება და ორი მათგანის დაკარგვა კეპლერისთვის დიდი დანაკლისი იყო.
მიუხედავად ამისა, ინჟინრებმა ხომალდის სიცოცხლის გახანგრძლივება მაინც შეძლეს, თუმცა მისი დავალება ნაწილობრივ შეიცვალა. კეპლერის გახანგრძლივებულ მისიას K2 ეწოდა და გარდა ეგზოპლანეტებისა, მისი მიზანი ზეახალი ვარსკვლავების, ასტეროიდებისა და კომეტების აღმოჩენაც გახდა.
K2-ის დროს კეპლერმა დამატებით 325 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, თუმცა გახანგრძლივებული მისიის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის ნაწილი ხომალდიდან ჯერ კიდევ არ მიგვიღია.
სექტემბერში კეპლერმა გახანგრძლივებული მისიის ბოლო დავალება შეასრულა, ის მერწყულის თანავარსკვლავედში არსებულ 30 000-ზე მეტ ვარსკვლავსა და გალაქტიკას დააკვირდა. შესაბამისად, აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ეგზოპლანეტები კეპლერამდე
კეპლერის მისიამდე ეგზოპლანეტების შესახებ მწირი ინფორმაცია გვქონდა. ხომალდის გაშვების შემდეგ ეგზოპლანეტების აღმოჩენის სიხშირე რამდენჯერმე გაიზარდა.
10 ოქტომბერს ხომალდი უკანასკნელი მისიის დროს შეგროვებულ ინფორმაციას სრულად გამოგზავნის, რის შემდეგაც მისია სავარაუდოდ მალე დასრულდება.
კეპლერის შემდეგ ეგზოპლანეტებზე დაკვირვებას ახალი ხომალდი, TESS გააგრძელებს, რომელიც ორბიტაზე 2018 წლის აპრილში გავიდა, ახალი ტელესკოპი ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 000 ვარსკვლავს შეისწავლის.
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა



კომენტარები