გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს. მომხდარზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.