The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
ფოტო: Disney
სტატია შეიცავს სპოილერებს The Testaments-ის ახალი სეზონიდან.
ოთხშაბათს The Testaments-ის პირველი სეზონი დასრულდა. სერიალის შემქმნელების თქმით, ახალი სეზონის სიუჟეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
როგორც ბოლო სერიებში ვნახეთ, აგნესისა და დეიზისთვის მთავარი ახლა ერთიანობა და წინააღმდეგობის შენარჩუნებაა — მათ აშკარად გადაწყვეტილი აქვთ, რომ სისტემის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში გატყდნენ. Don’t let the bastards grind you down სწორედ ის ფრაზაა, რომელიც ამ განწყობას ყველაზე ზუსტად ასახავს და მათ მოქმედებაშიც აირეკლება.
The Testaments-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, აგნეს მაკენზი.
ფოტო: Disney
აგნესი The Testaments-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია და ახალ სერიალში სწორედ მისი თვალით დანახულ გილეადს ვხედავთ — მკაცრ, კონტროლზე დაფუძნებულ სისტემას, რომელშიც ახალგაზრდების ცხოვრება წინასწარ არის განსაზღვრული. აგნესის მდგომარეობა სრულიად უნიკალურია: მას ელიტურ ქორწინებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა აკლდა და თითქოს "იდეალურ მომავალს" უახლოვდება, მაგრამ მისმა არჩევანმა ყველაფერი შეცვალა. აგნესი ყველაფერს კარგავს და იძულებულია, ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყოს. The Testaments-ის შემქმნელების თქმით, სერიალში სიტუაცია სულ უფრო იძაბება.
"აგნესი ყოველთვის ყველას ფავორიტი იყო, ახლა კი აუტსაიდერად იქცა. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სამყაროში სტატუსები მუდმივად იცვლება. გილეადში თუ ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაინაცვლებ, ეს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეს," — ამბობს სერიალის შემქმნელი, ბრიუს მილერი.
ბრიუს მილერი და ელიზაბეტ მოსი 75-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე.
ფოტო: Getty Images
"რამდენჯერაც ფინალში სამი გოგოს დერეფანში სეირნობას ვუყურებ, ყოველთვის მეტირება. ეს ძალიან შთამაგონებელი, ემოციური და ამაღელვებელია. გოგოები უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან, თუმცა, ამავდროულად, ჩვეულებრივი თინეიჯერული საფიქრალი აქვთ — სწორედ ესაა ცხოვრება," — ამბობს სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი, ელიზაბეტ მოსი.
Variety-სთან ინტერვიუში ბრიუს მილერი აცხადებს, რომ მეორე სეზონზე უკვე მუშაობენ, თუმცა გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, რადგან ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სერიალის გადაღებების პროცესი არ აჩქარდეს. ბრიუს მილერისთვის, პრიორიტეტული ხარისხია და არა ნაჩქარევი გადაღებები, რაც, საბოლოო ჯამში, სუსტ შედეგს იძლევა. მილერი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მცირე დეტალის გაუმჯობესებაც კი — სცენარიდან დაწყებული, საერთო ვიზუალური დეტალებით დამთავრებული — საბოლოო ხარისხზე პირდაპირ აისახება.
კითხვაზე — გამოაშკარავდება თუ არა დეიზის ნამდვილი მშობლების ვინაობა მილერი საკმაოდ ბუნდოვნად და ირონიულად პასუხობს. ეს კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ სერიალში ამ საიდუმლოს ეტაპობრივ, დრამატულ გახსნას გეგმავენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები