ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
ფოტო: Paul Childs / Reuters
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით, ლოს-ანჯელესის 2028 წლის თამაშებიდან მოყოლებული, ქალთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებსაც დაბადებისას მდედრობითი სქესი მიანიჭეს.
ახალი პოლიტიკის თანახმად, ქალთა კატეგორიაში მონაწილეობის უფლება ერთჯერადი გენეტიკური სკრინინგის საფუძველზე განისაზღვრება. კომიტეტის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი "სამართლიანობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დაცვაა".
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ტრანსგენდერ ქალებს ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა კატეგორიაში ასპარეზობა აეკრძალებათ. აქამდე, ღიად ტრანსგენდერ ათლეტებს (მაგალითად, ახალზელანდიელ ძალოსან ლორელ ჰაბარდს) შესაბამისი ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, შეეძლოთ დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებულ კატეგორიაში ეასპარეზათ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
ფოტო: Boston 25
რეგულაცია ასევე გავრცელდება სქესობრივი განვითარების დარღვევის (DSD) მქონე იმ ათლეტებზე, რომლებმაც კაცის სქესობრივი მომწიფება (პუბერტატი) გაიარეს. IOC-ის განცხადებით, ნებისმიერი ათლეტი, რომლის ორგანიზმშიც აღმოჩნდება სქესის განმსაზღვრელი SRY გენი (Y ქრომოსომაზე არსებული გენი), ქალთა კატეგორიაში მონაწილეობის უფლებას დაკარგავს.
აღნიშნული პოლიტიკა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ გადაიხედა. გადაწყვეტილებას წინ 18-თვიანი კონსულტაციები უძღოდა.
"ოლიმპიურ თამაშებზე მინიმალურმა სხვაობამაც კი შეიძლება განსაზღვროს გამარჯვება და დამარცხება", — განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა. "შესაბამისად, სრულიად ნათელია, რომ უსამართლო იქნებოდა ქალთა კატეგორიაში იმ ათლეტების ასპარეზობა, რომლებსაც დაბადებისას მამრობითი სქესი მიანიჭეს. გარდა ამისა, ზოგიერთ სახეობაში ეს სახიფათოცაა".
"მესმის, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. როგორც ყოფილი ათლეტს, მე მთელი გულით მჯერა, რომ ყველა ოლიმპიელს აქვს უფლება, სამართლიან შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი ახალი პოლიტიკა მეცნიერებას ეფუძნება, მას სამედიცინო ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ და მთავარი მიზანი ათლეტების ინტერესების დაცვაა. სამეცნიერო მტკიცებულება ნათელია: კაცის ქრომოსომები უპირატესობას იძლევა იმ სპორტის სახეობებში, რომლებიც ეყრდნობა ფიზიკურ ძალას, ღონიერებასა თუ გამძლეობას," — ამბობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
გენდერის საკითხი პარიზის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო.
გასულ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ტრანსგენდერ ათლეტებს აშშ-ს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს. მან ასევე განაცხადა, რომ არ დაუშვებს ტრანსგენდერი სპორტსმენების ასპარეზობას 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რომ იარსებებს გამონაკლისები სქესობრივი განვითარების იშვიათი შემთხვევებისთვის. "გარდა იმ იშვიათი გამონაკლისებისა, როგორიცაა ანდროგენრეზისტენტობის სინდრომი (CAIS) ან სქესობრივი განვითარების სხვა იშვიათი დარღვევები (DSD), რომელთა დროსაც სპორტსმენი ვერ იღებს სარგებელს ტესტოსტერონის ანაბოლური ან პერფორმანსის გამაუმჯობესებელი ეფექტებისგან, ვერცერთი ათლეტი, რომელსაც SRY-დადებითი გენეტიკური სკრინინგი ექნება, ქალთა კატეგორიაში ვერ იასპარეზებს", — ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.
ახალ წესებს არ აქვს უკუძალა და რიგით ან სამოყვარულო სპორტზე არ იმოქმედებს.
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
კომენტარები