ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი მთავარეპისკოპოსი გახდა
ფოტო: PA Media
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ კონფესიას თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ეყოლება ქალი წინამძღოლი. ანგლიკანური ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი სარა მალალი გახდა. 63 წლის მალალი ასევე არის პირველი ქალი მთავარეპისკოპოსი კენტერბერის კათედრალისა, რომლის ისტორიაც 597 წელს, წმინდა ავგუსტინეს არქიეპისკოპოსობით იწყება. აქამდე ამ საყდრის პირველი 105 წინამძღოლი კაცი სასულიერო პირი იყო.
მართალია, მთავარეპისკოპოსი მალალი მოვალეობის შესრულებას იანვრიდან შეუდგა, მაგრამ ოფიციალურად 25 მარტს ეკურთხა ინგლისის ეკლესიის მეთაურად და 85 მილიონამდე ანგლიკანი მორწმუნის სულიერ ლიდერად. ამ ტრადიციებით მდიდარ ცერემონიას, რომლითაც სიმბოლურად აღინიშნება მთავარეპისკოპოსობის დაწყება, კენტერბერიში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინიც ესწრებოდნენ.
ფოტო: PA Media
"ჩვენს მთავარეპისკოპოსად ქალის კურთხევა 50 წლის წინაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა", — აღნიშნავს კენტერბერის კათედრალის დეკანოზი.
ინგლისის ეკლესიამ ქალების მღვდლად კურთხევის უფლება 1994 წელს გასცა, 2015 წელს კი ქალი პირველად ეკურთხა ეპისკოპოსად. ანგლიკან მორწმუნეებში ამ საკითხზე აზრი ორადაა გაყოფილი. მეტიც, თავად მალალის მთავარეპისკოპოსობასაც კონსერვატორულად განწყობილი ანგლიკანური ჯგუფები უარყოფითად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ "ბიბლია მხოლოდ კაცების ეპისკოპოსობას ცნობს". ანგლიკანურ ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობაა ასევე ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ლგბტქ წყვილების ქორწინების კურთხევა.
ფოტო: Gareth Fuller / POOL / AFP
სანამ მღვდელი გახდებოდა, მთავარეპისკოპოსი მალალი წლების განმავლობაში მედდად მუშაობდა. თავის ამ საერო წარსულზე ხაზგასასმელად, კურთხევის ცერემონიაზე მისი შესამოსელი ქამრის ბალთით იყო გაფორმებული. პირველ ანგლიკან არქიეპისკოპოს ქალს ქმარი და ორი შვილი ჰყავს. წინათ მან ასევე აღნიშნა, რომ დისლექსია აქვს და ამის გამო ბიბლიური გენეალოგიების წაკითხვა უჭირს.
ცერემონიის დასასრულს, მალალის წმინდა ავგუსტინის საეპისკოპოსო ტახტი ებოძა, რომელიც მარმარილოსგანაა დამზადებული და მე-13 საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ მთავარეპისკოპოსმა მალალიმ საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს რამდენიმე დღის წინ სამძიმრის წერილიც გამოუგზავნა პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები