დღეს დაბა კაზრეთში უცნობი პირი თავს დაესხა საჯარო სკოლის თანამშრომელს და სამართებლით სახეზე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 30 წლის ფიქრია ეპიტაშვილს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა.

"გაა**ი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან" — უთხრა უცნობმა პირმა მას და დაჭრა.

უკანასკნელ დღეებში, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს.