იგორ ნარმანია

9 Nov. 2024, 17:06

"ჩვენ დღეს პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები, ოპოზიციის მხარდამჭერები ვიკრიბებით ორ
ლოკაციაზე — სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო და მარჯანიშვილის მეტრო, საიდანაც
დავიძვრებით მსვლელობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა არ
გაჩერდეს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ არ შედგეს არალეგიტიმური პარლამენტი,
რომელიც ვერ მოიპოვებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო ასპარეზზე
და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს
ეს საპროტესტო მოძრაობა კონკრეტულ დღემდე და ეს კონკრეტული დღე იქნება
არალეგიტიმური პარლამენტის არ ცნობა იყოს გამარჯვების დღე.
საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი,
რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნების ხელისუფლებას და არ
მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების
მხარდაჭერა და ამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია,
რომ ქუჩაში ვიყოთ ყოველდღე და გამოვხატოთ პროტესტი არალეგიტიმური
ხელისუფლების მიმართ"

განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ.
დღეს, 9 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა - "არა რუსულ არჩევნებს'' იმართება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…