ცესკოს სპიკერის თქმით, პირველადი შედეგები ხმის მიცემიდან 2 საათში გამოცხადდება
ფოტო: kvira.ge
ცესკოს სპიკერი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაახლოებით 3.5 მილიონი ამომრჩეველია, რომელთაგან 950 000-მდე საზღვარგარეთ რეგისტრირებულია.
ცესკოს სპიკერმა პალიტრანიუსის ერთ-ერთ გადაცემა "რეზიუმეში" აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ყველას ინდივიდუალურად მიუვა ამომრჩევლის ბარათი, რომელსაც მოჰყვება საინფორმაციო ბუკლეტიც, სადაც დეტალურად არიას აღწერილი ის სიახლეები, რომელიც საარჩევნო უბანზე იქნება.
"ამომრჩეველთან ერთიანი სია დაახლოებით 3.5 მილიონია. ეს ციფრი დაზუსტდება და გასაჯაროვდება. ასევე, გვექნება იმ ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც უცხოეთში მისცემენ ხმას.
საარჩევნო უბნები გამსხვილდა, ამიტომ ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, გადაამოწმონ იმ უბნის მისამართები, სადაც მოუწევთ ხმის მიცემა. ამის შესაძლებლობა ამომრჩეველს აქვს, როგორც ცესკოს ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში", — თქვა იოსელიანმა.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცესკომ 42 ქვეყანაში, 67 საარჩევნო უბანი შექმნა.
"საზღვარგარეთ დაახლოებით 95 ათასამდე ამომრჩეველია. საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აქვთ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც ცესკომ ერთი თვით ადრე შექმნა. საარჩევნო უბნები იხსნება საკონსულო დაწესებულებებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. სტრასბურგზე იყო საუბარი, სადაც არ არის დიპლომატიური წარმომადგენლობა, სწორედ ამიტომ ვერ შევძელით ამის გაკეთება. ცესკომ კანონმდებლობის ყველა პროცედურა დავიცავით", — განაცხადა იოსელიანმა.
მანვე განმარტა ყველა ის აუცილებელი პროცედურა, რომელსაც ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გაივლის.
"26 ოქტომბერს, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მოსვლა 08:00 საათიდან, 20:00 საათამდე შეუძლია. საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.
საარჩევნო უბანზე, პირველი პროცედურა, რასაც ამომრჩეველი გაივლის არის მარკირების შემოწმება. ამის შემდეგ აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი. ამომრჩეველს სამაგიდო სიების ნაცვლად დახვდებათ ვერიფიკაციის აპარატები. რეგისტრატორთან გადამისამართების შემდეგ მოხდება მისი ელექტრონული ვერიფიკაცია. მოხდება ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის ზოლში ID-ი ბარათის ჩამოტარება, სადაც ეკრანზე ნაჩვენები იქნება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ აპარატიდან ამოდის შესაბამისი ქვითარი, ამომრჩევლის ყველა მონაცემით და ამ ქვითარზე ხელმოწერით ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მოვიდა", — თქვა მან.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, პირველადი შედეგი ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან 2 საათში გამოცხადდება.
"მას შემდეგ, რაც 20:00 საათზე დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, ამის შემდეგ არის კანონით გათვალისწინებული რამდენიმე ეტაპი. თუკი ამომრჩევლებმა გადასატანი ბიულეტენით ისარგებლეს, მათი ბიულეტენებიც უნდა მოთავსდეს ხმის მთვლელ აპარატში, ამის შემდეგ, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით გვეცოდინება პირველადი შედეგები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 2 საათის განმავლობაში გამოვაცხადებთ პირველად შედეგს. მას შემდეგ, რაც ცესკოში მონაცემები გადმოიგზავნება, უკვე უბნებზე დაიწყება ხელით დათვლის პროცესი", — განაცხადა იოსელიანმა.
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
კომენტარები