ირაკლი კობახიძე

6 Sep. 2024, 15:36

"ყველამ იცის, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, სრული უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობა აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ გვითქვამს - 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…