ირაკლი კობახიძე

4 Sep. 2024, 15:11

"ტყუილს ამბობთ. გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? მე გეტყვით, იმაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები, ვიდრე იყო მისული ღონისძიებაზე. სულ ყველა, ყველა საჯარო მოსამსახურე რომ მიგვეყვანა, მაინც ათჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ხვდებით, რაშია საქმე? სამარცხვინო ტყუილებია, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ არ მიგვყავს. საჯარო მოსამსახურე იმავდროულად თუ არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ზოგადად, ტრანსპორტით დახმარებაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. არაფერზე არ გაქვთ არგუმენტი და ამბობთ ტყუილებს, რაც ძალიან ცუდია. არავის არ სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იქ. რატომ? იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები მაინცაა იმაზე, ვიდრე ხალხი მიდის აქციებზე. ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილს ამბობთ".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით სიცრუეა, თითქოს “ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეები მიჰყავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ…